"არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ..." - რას წერს იან კელი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და პირებზე, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა | Allnews.Ge

"არჩევნებამდე 2 დღით ადრე ვიღაც სიგნალს იძლევა, რომ..." - რას წერს იან კელი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და პირებზე, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა

ვი­ღაც სიგ­ნალს იძ­ლე­ვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის და­ხურ­ვის მუ­ქა­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, იან კელი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე წერს.

“ორი­ვე [ეთო ბუ­ზი­აშ­ვი­ლი და სოფო გე­ლა­ვა] ძა­ლი­ან და­ფა­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მავ­ნე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის გამო. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 დღით ადრე. ვი­ღაც სიგ­ნალს იძ­ლე­ვა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­და­სავ­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის და­ხურ­ვის მუ­ქა­რებს შე­ას­რუ­ლე­ბენ”, - წერს კელი.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე პი­რის სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა. ერთ-ერთი პირი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი ნო­ნი­აშ­ვი­ლია. მისი მე­უღ­ლე Atlantic Council-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სოფო გე­ლა­ვა აცხა­დებს, რომ მის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი დღით ადრე, ეჭვს ბა­დებს.

სოფო გე­ლა­ვას თქმით, ჩხრე­კა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია Atlantic Council-თან, კომ­პა­ნი­ას­თან, რომ­ლის კონ­ტრაქ­ტო­რიც არის.

ამას­თან, თბი­ლის­ში, „ვაკე პლა­ზა­ში“ მდე­ბა­რე ამე­რი­კულ კომ­პა­ნია Concentrix Georgia-ში ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ. „ფორ­მუ­ლას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 3 სარ­თულ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სამ სა­ვა­რა­უ­დო ე. წ. „ქოლ­ცენ­ტრში” ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ი­ჩხრი­კა მი­თი­თე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი