"ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება" - ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს: როგორია გეგმა? | Allnews.Ge

"ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ცენტრალური მიმართულება" - ოპოზიცია 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს: როგორია გეგმა?

ოპო­ზი­ცია 4 ნო­ემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ას აა­ნონ­სებს. ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ რო­გორც დო­ლი­ძემ, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ოფის­ში სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სწო­რედ აქ­ცი­ა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც.

ოპო­ზი­ცი­ის შეხ­ვედ­რას "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ოფის­ში “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის”, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” და “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ."თქვენს წი­ნა­შეა ერ­თო­ბა სამი ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, რო­მელ­მაც 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ხალ­ხის ნდო­ბა და მან­და­ტი მი­ი­ღო, რომ ეს ქვე­ყა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ი­ღოს. ჩვენ ვართ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ­დით, აქ და ჩვენს რე­გი­ო­ნულ ფი­ლი­ა­ლებ­ში, რომ შეგ­ვეგ­რო­ვე­ბი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი სის­ტე­მუ­რი და გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ რამ­დე­ნი­მე სა­მუ­შაო მი­მარ­თუ­ლე­ბა შევ­ქმე­ნით და ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა აქ შტაბ­ში, რომ­ლის ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს იმ ფაქტს, რა­საც გა­ყალ­ბე­ბა ჰქვია.

ამ მიზ­ნით ჩვენ მუდ­მი­ვად წარვმარ­თავთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას თქვენ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თან. ვი­ცით, რომ არა­ვინ აპი­რებს, რომ რამ­დე­ნი­მე ჭინ­კას და კუდ­რა­ჭას გა­ა­ტა­ნოს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ყვე­ლა ის პირი, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამ კრი­მი­ნა­ლურ სქე­მა­ში, რი­თაც მო­პა­რუ­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა დას­ჯი­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ბრძო­ლა ამ არ­ჩევ­ნე­ბის არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის აღი­ა­რე­ბის­თვის. რაც მთა­ვა­რია ჩვენ შე­ვიკ­რი­ბე­ბით ორ­შა­ბათს სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე და იქ მო­გახ­სე­ნებთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, თუ რო­გორ ვი­მოქ­მე­დებთ" - თქვა "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ.

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, პრო­ტეს­ტის ყო­ველ ეტაპ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ან­გა­რიშს ჩა­ა­ბა­რე­ბენ და აუხ­სნი­ან, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ესა თუ ის აქ­ცია და მისი ფორ­მა.

"ამ გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში უნდა გა­ვი­დეთ და ქუჩა იქ­ნე­ბა ჩვე­ნი გეგ­მის ცენ­ტრა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც ვიბ­რძო­ლებთ ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის. ჩვენ ვართ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რად­გან ჩვენ გვაქვს თქვე­ნი ნდო­ბა და ეს გა­მარ­ჯვე­ბა გვა­კის­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ ამ ბრძო­ლას გა­ვუ­ძღვეთ წინ. ორ­შა­ბათს 19:00 სა­ათ­ზე გვინ­და მთელ მსოფ­ლი­ოს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ არა უბ­რა­ლოდ არ ვა­ღი­ა­რებთ არ­ჩევ­ნებს, რომ ჩვენ ვი­ცით ის კრი­მი­ნა­ლი, რო­მე­ლიც მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. იქვე წარ­ვად­გენთ იმ მე­ქა­ნიზ­მებს, რომ­ლი­თაც ამას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას ვა­პი­რებთ " - აღ­ნიშ­ნა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.