შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთში პოპულარობით მეორე პარტიის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში - გაუქმებას - ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე
ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცილურ ქსელში დასავლეთის მისამართით წერს.
“საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ;
გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას;
ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.
ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“, - წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.