"ეს ყოფილა ბედნიერება - 26კგ" - თათია სულუაშვილი გამომწერებს ბარიატრიული ოპერაციის შედეგებს უზაირებს
მსახიობი და ტელესახე თათია სულუაშვილი გამომწერებს ბარიატრიული ქირურგიის შედეგებს უზიარებს. „ინსტაგრამზე“ თათია ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო გადაწყვიტა ქირურგიული ჩარევა.
თათია სულუაშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ტელევიზიაში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შეუქმნია. მისი პერსონაჟებისგან განსხვავებით, თათია უფრო ჩუმი და სერიოზულია - არ უყვარს პირადზე საუბარი და ინტერვიუებზეც იშვიათად თანხმდება, თუმცა სოციალურ ქსელში გამომწერებს რჩევებს ყოველთვის უზიარებს. მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა.
"მიშიმშილია, წამსვლია გული და დამიკლია, მაგრამ ცოტა ხანში უფრო მეტი მომიმატებია. ამიტომ, შევიმუშავე სწორი კვების რეჟიმი და ამით დავიკელი 12 კილო. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, აქტიურად დავიწყე სწორი კვება. სამშობიაროში შევედი 90 კილო, გამოვედი 86 და სარკესთან რომ დავდექი, დავინახე იქიდან მიყურებდა ფუმფულა ქალი, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ოღონდ, არა დიეტით. ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები. ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ... რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას" - ამბობდა თათია ერთ-ერთი ინტერვიუში.