"ქართული კოშმარის დასრულება და აგრესორთა მიერ ქართველი ხალხის დატერორების შეწყვეტის უზრუნველყოფა" - რას გულისხმობს “MEGOBARI აქტი”, რომელიც კონგრესში წარადგინეს და რას წერს ჯო უილსონი | Allnews.Ge

"ქართული კოშმარის დასრულება და აგრესორთა მიერ ქართველი ხალხის დატერორების შეწყვეტის უზრუნველყოფა" - რას გულისხმობს “MEGOBARI აქტი”, რომელიც კონგრესში წარადგინეს და რას წერს ჯო უილსონი

კონ­გრეს­ში ხე­ლახ­ლა წარ­ვად­გი­ნეთ “MEGOBARI აქტი”, ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის და­სას­რუ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს.

“დღეს მე, კონ­გრეს­მენ სტივ კო­ენ­თან [დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია], კონ­გრეს­მენ რი­ჩარდ ჰადსონ­თან [რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია] და კონ­გრეს­მენ მარკ უი­ზის­თან [დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია] ერ­თად ხე­ლახ­ლა წარ­ვად­გი­ნე “MEGOBARI აქტი” 119-ე მოწ­ვე­ვის კონ­გრეს­ში რო­გორც H.R. 36. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის დას­რუ­ლე­ბი­სა და აგ­რე­სორ­თა ღერ­ძის მიერ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ტე­რო­რი­ზე­ბის შე­წყვე­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა”, - წერს უილ­სო­ნი.ამას­თან, გა­მო­ცე­მა The Hill-ი წერს, რომ რეს­პუბ­ლი­კელ­მა ჯო უილ­სონ­მა და დე­მოკ­რატ­მა სტივ კო­ენ­მა აშშ-ის კონ­გრეს­ში კვლავ წა­რად­გი­ნეს “MEGOBARI აქტი”, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა მას შემ­დეგ ავ­რცე­ლებს, რაც აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ჯო უილ­სო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და ერთ-ერთი ლი­დე­რი, კონ­გრეს­მე­ნი სტივ კო­ე­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) უილ­სო­ნის ოფის­ში რე­პორ­ტი­ო­რე­ბის მცი­რე ჯგუფს შეხ­ვდნენ.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რი­სას უილ­სონ­მა და კო­ენ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ “MEGOBARI აქტი” ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის­თვი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. კონ­გრეს­მე­ნე­ბის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის წარ­დგე­ნა ახალ კონ­გრეს­ში ორ­პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის "ერთ-ერთი პირ­ვე­ლი და სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია".

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, კო­ენ­მა შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ის ელის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც აუკ­რძა­ლავს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბად აღი­ა­რე­ბას. -0:18 “ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის არა­ღი­ა­რე­ბის აქ­ტის” წარ­დგე­ნის შე­სა­ხებ უილ­სონ­მა 28 დე­კემ­ბერს X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა.

“და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში ვდებთ ფიცს, ამი­ტომ ფი­ცის და­დე­ბამ­დეც, ამე­რი­კის კონ­გრე­სი მხარ­ში უდ­გას ქარ­თველ ხალ­ხს”, - გა­ნა­ცხა­და უილ­სონ­მა რე­პორ­ტი­ო­რებ­თან.

ცნო­ბის­თვის, 3 იან­ვარს აშშ-ის კონ­გრე­სი ხე­ლახ­ლა შე­იკ­რი­ბა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით და სპი­კე­რად მაიკ ჯონ­სო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) იქნა არ­ჩე­უ­ლი.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ვერ მოხ­და წინა კონ­გრეს­ში “MEGOBARI აქ­ტის” წინ წა­წე­ვა, უილ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის “ისევ და ისევ” მუ­შა­ობ­და წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­თან, სტივ სკა­ლის­თან (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია), მაგ­რამ “იმ­დე­ნად ბევ­რი სხვა სა­კი­თხი ჩნდე­ბო­და... არ იგეგ­მე­ბო­და ამის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა, მაგ­რამ ახლა აშ­კა­რად ეს [MEGOBARI აქტი] იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი ფო­კუ­სი”.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა The Hill-ი კონ­გრე­სის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი სპი­კე­რი მაიკ ჯონ­სო­ნი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) მხარს უჭერს ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და მარ­ტში მისი ერთ-ერთ ძი­რი­თად სამ­თავ­რო­ბო და­ფი­ნან­სე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან მიბ­მას. ასე­ვე აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ზედა პა­ლა­ტის - სე­ნა­ტის - ვერ­სი­ას მხარს უჭე­რენ სე­ნა­ტო­რე­ბი ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) და ჯიმ რიში (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია).