"ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია..." - რას ამბობს პრემიერი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე | Allnews.Ge

"ყველასთან გვაქვს კომუნიკაცია..." - რას ამბობს პრემიერი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე

ყვე­ლას­თან გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია , - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას, აქვს თუ არა კო­მუ­ნი­კა­ცია დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას­თან, რო­მე­ლიც აბუ-და­ბი­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გამო ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

„ყვე­ლას­თან გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.ცნო­ბის­თვის, აბუ-და­ბი­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

ცნო­ბის­თვის, აბუ-და­ბი­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. შემ­თხვე­ვა კი სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სა­დაც ამ­ბობს, რომ ეს წინა დღით მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს „რუსი მონა“ უწო­და. წინა დღეს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და, „რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, არ არის ეს სა­ა­მა­ყო, უბ­რა­ლოდ, ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ ყვე­ლამ-ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, თავ­მოყ­ვა­რე ერი, რო­დე­საც ჩემს ოჯახს, ჩემს ახ­ლობ­ლებს ეხე­ბი­ან, ყო­ველ­თვის პა­სუ­ხი გვექ­ნე­ბა და ასე გავ­ცემთ ყო­ველ­თვის პა­სუხს. ეს არის და ეს“.

ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით კი, „უსამ­შობ­ლო­ებს პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის გა­ე­ცე­მათ“.

„მად­ლო­ბა გვერ­დში დგო­მის­თვის, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. რო­გორც ირაკ­ლიმ თქვა, ყო­ველ­თვის გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი ამ უსამ­შობ­ლო­ებს, სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ. მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

14 იან­ვარს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ აბუ-და­ბი­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან.