დევიდ მაკალისტერი - აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს | Allnews.Ge

დევიდ მაკალისტერი - აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა - ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს

ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს - დარწმუნებული ვარ, შევძლებთ დავარწმუნოთ აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ ეს არ შედის არა მხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელების სასიცოცხლო ინტერესებში და რომ გვყავს თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორი ურთიერთობაა მოსალოდნელი “ქართულ ოცნებასა” და ტრამპის ახალ ადმინისტრაციას შორის.

მაკალისტერის აზრით, ამ ეტაპზე „ზუსტად არავინ იცის, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ“.

„აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამ დროისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ მიუახლოვდება ტრამპის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს რეჟიმს. ბატონი ტრამპის პირველი პრეზიდენტობა 2017 წლიდან 2021 წლამდე ხასიათდებოდა არაპროგნოზირებადობით, მრავალრიცხოვანი საკადრო ცვლილებებით და პრეზიდენტის ნათქვამსა და მის ადმინისტრაციას შორის არსებული შეუსაბამობით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ აშშ-ს ადმინისტრაცია, რომ ეს არ შედის არამხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელების სასიცოცხლო ინტერესებში, რომ გვყავს თავისუფალი დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება“,- განაცხადა მაკალისტერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.