"თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს" - გახარია განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"თავდასხმის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს" - გახარია განცხადებას ავრცელებს

"თავ­დას­ხმა იყო წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ჩა­საფ­რე­ბით მო­წყო­ბი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა. თავ­დას­ხმის დამ­კვე­თი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი", - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი გა­ხა­რია აცხა­დებს.

რო­გორც გა­ხა­რია აცხა­დებს, მას არ აინ­ტე­რე­სებს შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, რად­გან მას საქ­მე აქვს მას­ზე „თავ­დას­ხმის და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის დამ­კვეთ­თან“.„მინ­და, კი­დევ ერთხელ, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ მხარ­და­ჭე­რის­თვის. დღე­ი­დან მუ­შა­ო­ბის ჩვე­ულ რიტმს ვუბ­რუნ­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დას­ხმას, ეს იყო წი­ნას­წარ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ჩა­საფ­რე­ბით მო­წყო­ბი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა. თავ­დას­ხმის დამ­კვე­თი - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ივა­ნიშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია მე­მუქ­რე­ბა მე და ჩემს ოჯახს, სხვა­დას­ხვა ფორ­მით და გზე­ბით, მათ შო­რის, სა­ჯა­რო­დაც.

მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს ამ თავ­დას­ხმის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. მე საქ­მე მაქვს ჩემ­ზე თავ­დას­ხმის და მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის დამ­კვეთ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას, მათ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სახე და არ გახ­დნენ ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე“,- აცხა­დებს გი­ორ­გი გა­ხა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ­ში“ თავს 15 იან­ვარს და­ესხნენ. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მა­ლე­ვე და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, მას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა ჰქონ­და. ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც გა­ხა­რი­ას­თან ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძეა.

გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ.