პოლიტიკა
18.03.2025 / 16:03
შრიფტის ზომა:

ლევან ხაბეიშვილი - გახარიას პარტია ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს - სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი, ერთიანობა - ცუდი, ეს მიუღებელია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,“ გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდენ, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - „ვინ არის ოპოზიცია და ვინ ბიძიანს კარის კაცი“.

„დღე-ნახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან. კითხეთ, რატომ არ ტოვებენ პარლამენტს თუ არალეგიტიმურია? რაღაც ფინანსებზე ბუტბუტებენ. მათ ფინანსები რომ მოიპარეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეგეთი უნდა. ამიტომ, რაღაც ქნას: ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. რაღაც მოქმედებებს რომ არ აკეთებს, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის ოპოზიცია და ვინ ბიძიანს კარის კაცი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გასაგებია, რომ ამ ადამიანებს არ უნდათ ერთობა. სალომემ საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი, ერთიანობა ცუდი. მიუღებელია ეს. საქართველოს გერბზე გარკვევით წერია - „ძალა ერთობაშია“ და არა „ძალა კოორდინაციაშია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად აქვს მესამე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იმის პერსპექტივა რომ ოპოზიციური ფლანგი მის გარშემო გააერთიანოს, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდება მათთან, რომლებიც გულწრფელად არიან „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები“.

„საზოგადოება მარტივად გაარჩევს ვინ არის ნამდვილი ოპოზიციონერი, ვინ არის ბიძინას კარის ოპოზიცია, ვის არ უნდა ერთიანობა. ვისაც დღეს ერთიანობა არ უნდა ის არის ბიძინას კარის ოპოზიციონერი. ხალხს უნდა ერთიანობა, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აინტერესებთ, მათი აინტერესებთ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი. ვიღაცები კი საკუთარი პარტიის ბანერებს ვერ ეშვებიან, ვიღაცას ახალი პარტიის შექმნა უნდა და. ა.შ.

ჩვენთვის მთავარია, ერთიანობა. ჩვენ იმ ადამიანებთან გავერთიანდებით, რომლებიც გულწრფელად არიან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები და არა თამაშ-თამაშიც, ცეკვა-ცეკვით და ერთი ადგილის თამაშით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტამდე აქვს დრო აზრის შესაცვლელად, რომ „ერთიანობა კარგია“.

„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს, სპეცოპერაცია იყო - არჩევნები გაყალბდა, როცა სალომე ზურაბიშვილი გახადეს პრეზიდენტი და ია კერძაიას მკვლელობა არავის დაავიწყდეს, საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთანამშრომლობდით. 31 მარტამდე არის კიდევ სივრცე თუ აზრს არ შეიცვლის, რომ ერთიანობა კარგია, ჩვენ არავისთან პრობლემა არ გვექნება. პროცესი, სადაც გვეუბნებიან, რომ დაქსაქსულობა კარგია და ერთიანობა ცუდია, ასე არ გამოვა. ვიღაცებს ატყუებდნენ, ვითომ ოპოზიციონერია, ამ დროს ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებდნენ და პარლამენტიდან არ გამოდიოდნენ, მაგალითად. ბევრი დაგროვდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ახლა ერთგვარი გადატვირთვა მოხდება და ადამიანებმა უნდა გაარჩიონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიციონერი და ვინ ფულისტი, ვინ არის დაქსაქსულობის და ვინ ერთიანობის მომხრე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლევან ხაბეიშვილი - გახარიას პარტია ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს - სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი, ერთიანობა - ცუდი, ეს მიუღებელია | Allnews.Ge