ევაკუაციის შემთხვევაში, დაზარალებული, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები იქნებოდა, - ასე უპასუხა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ილია ინჯიას კითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები?
კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. კონფლიქტის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მას კითხვა დაუსვა კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა.
„პირველ აგვისტოს ხედავთ, რომ ევაკუაციას ახორციელებს მეორე მხარე და 6 აგვისტოს საგუშაგოზე იღუპება ორი ქართველი ჯარისკაცი. რადგანაც თქვენი მოვალეობაა, იზრუნოთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, თქვენ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, გენერალურ გუგავას გადაეცით, რომ დაძაბული ვითარებაა და ვიზრუნო მოქალაქეების ევაკუაციაზეო თუ ინფორმაციის ასეთი გადაცემა არ გაგიკეთებიათ?“ - მიმართა წულუკიანმა ყურაშვილმა და შეახსენა, რომ ცრუ ჩვენების შესახებ გაფრთხილებულიც ჰყავს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თავის მხრივ, ყურაშვილმა უპასუხა, რომ ზაზა გოგავას ამგვარი ინფორმირება მოახდინა, თუმცა მისი პასუხი არ ახსოვს.
„გავაკეთე ასეთი ინფორმაცია, სადღაც უკვე, თუ არ ვცდები 7 რიცხვია. [გოგავას პასუხი] დეტალები არ მახსოვს. ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ, რომ ეს არ მოხდეს, არ გართულდეს სიტუაცია, ცეცხლი გადაიზარდოს... ფაქტობრივად, რასაც მეკითხებით, ძალიან უბრალო კითხვაა. ბოდიში, ამაზე ის რომ მომიწია, მაგრამ პირველი აგვისტოდან ვეუბნები, რომ იძაბება, ურთულესი სიტუაცია აქვს მოსახლეობას, ნიქოზში უკვე სახლები იწვის, მონიტორინგის დასკვნებიც იგზავნება ქალბატონო თეა და ამ შემთხვევაში, უკვე მოხსენებით რეჟიმში ვარ. ჩასწორებას ვაკეთებ, რომ პირველი რიცხვიდან დეტალურად, თითო გამოსვლაზე ვაყენებ საქმის კურსში. მისი მხრიდან არის პასუხი “ყველაფერი გააკეთე,რომ დაშოშმინდეს, ჩაცხრეს“, - განმარტა მამუკა ყურაშვილმა.
კომისიის წევრმა ალეკო ტაბატაძემ ჰკითხა, უმაღლეს მთავარსარდალს რომ შეხვდა, უთხრა თუ არა რომ ‘შესაძლოა დაიწყოს ესკალაცია, შესაძლოა დაიწყოს ომი და მოსახლეობას, რას ვუშვრებით? ამაზე არ გქონიათ საუბარი?“- მიმართა ტაბატაძემ ყურაშვილს.
თავის მხრივ, ყურაშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილთან შეხვედრისას საუბარი ვერ მოახერხა.
„როცა ვნახე, მოხსენება გავუკეთე, დავხვდი. ქალბატონმა თეამაც თქვა, როგორი [სწრაფი] ნაბიჯებით დადიოდა და მე კონტაქტი იქ, შიგნით არ მქონია, ოთახში იყო... [საუბარი] ვერ მოვახერხე“, - განაცხადა ყურაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა წულუკიანის შეფასება, რომ 7 აგვისტოს, გორში ჩასვლისას "სააკაშვილი ისე ჩქარა დადიოდა, შეიძლება ოპერატორს ვერ მოესწრო გადაღება".
წულუკიანმა ჰკითხა, თუ მიესალმა მაინც მას სააკაშვილი.
„იმას ამბობთ,რომ ვერ მოახსენეთ სააკაშვილთან საუბარი, ვერ მოგესალმათ მაინც? რა დღეში ვარ, რა სჭირს ჩვენ სამშობლოს, მითხარი მამუკა - ასეთი რამე არ ყოფილა? არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი არ ყოფილა?!“ - ჰკითხა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს, რაზეც ყურაშვილმა უპასუხა,რომ „მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა, მე არ მქონდა მაგის შესაძლებლობა“, - განაცხადა საპასუხოდ ყურაშვილმა.
ამის შემდგომ, მას კვლავ ჰკითხა თეა წულუკიანმა, რომ მიხეილ სააკაშვილს მისთვის რომ მიეცა მოხსენების საშუალება, რას ისურვებდა რომ ეთქვა.
„ვისურვებდი[ მეთქვა] ალბათ, თადარიგი რომ დაგვეჭირა“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
ამის შემდგომ წულუკიანმა კვლავ ჰკითხა, მან როგორც სამშვიდობო ფუნქციის მქონემ, გენერალ ზაზა გოგას უთხრა, თუ არა რომ „ეს რა დაგვემართა“?
„თქვენი მთავარი პასუხისმგებლობაა სამშვიდობო ფუნქცია, სამშვიდობო ფუნქცია რომ გაქვთ, ასეთი რაღაც დაგემართათ, რომ უამრავი სათქმელი გაქვთ მთავარსარდლისთვის, რომელიც ამის საშუალებას არ გაძლევთ. თქვენ თქვენ თავს საშუალებას არ აძლევთ, რომ მიმართოთ სამხედრო წესით, თუ სამოქალაქო წესით და ამ კაცმა [სააკაშვილმა] როგორც შემოირბინა და ისე გაიქცა , გადაიღო სურათები და თქვენ გენშტაბის უფროსს არ ეუბნებით, ასეთი რაღაც მოხდა და ახლა რას მიბრძანებთ?“ - ჰკითხა წულუკიანმა ყურაშვილმა.
თავის მხრივ, ყურაშვილმა უპასუხა, თუ რატომ არ მოახსენა ზაზა გოგავას „მოქალაქეებზე ზრუნვის შესახებ“.
„იმ წუთში გადამივიდა, რაღაც სხვა გამოწვევები იყო. უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ გამიკეთებია. გამოწვევები იყო მოქალაქეებზე ზრუნვა ზუსტად. სროლები იყო და დავიძარი იქეთ“, - განაცხადა ყურაშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ არსებული ვითარების შესახებ თითოეული მოხსენება აქვს გაკეთებული, საქმის კურსში აყენებდა შტაბის უფროსსაც და „იმის საშუალება არ მიეცა, რომ დალაპარაკებოდა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე“.
ყურაშვილის ამ პასუხს სხდომაზე სოზარ სუბარი გამოეხმაურა.
„მთავარსარდალი იქ არის, გენერალური შტაბის უფროსი იქ არის, რომელიც უკანა ოთახში გელოდებათ. ასევე, თქვენ ამბობთ, რომ პირველ აგვისტოს უკვე საომარი ოპერაციები დაწყებულია, მსხვერპლი გვყავს და ამას არ ახსენებთ! გუშინ, ბატონი ზაზა გოგავა გვეუბნებოდა, რომ 7 აგვისტომდე ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ რამე საფრთხე არსებობდა, რომ შეიძლება ომი დაწყებულიყოო და ამ დროს, თქვენ, ვინც ადგილზე ყველაზე კომპეტენტური ადამიანი უნდა იყოთ, ამბობთ, რომ პირველში უკვე დაწყებული იყო საომარი ოპერაციები. ასეთი აცდენა როგორ შეიძლება იყოს შტაბის უფროსს, მთავარსარდალსა და თქვენს შორის?“ - განაცხადა სოზარ საუბარმა.
მამუკა ყურაშვილის თქმით, „საომარი ოპერაციები იმათი მხრიდან იყო დაწყებული“, რის შესახებაც მოხსენებას აკეთებდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მკითხველის კომენტარები
(0)