06 კვირა - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ესენი შემოუერთდნენ ახალ ფორმატს" - თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს იმ პოლიტიკური ძალების სიას, რომლებიც ზურაბიშვილის ირგვლივ კოორდინაციას გეგმავენ | Allnews.Ge

"ესენი შემოუერთდნენ ახალ ფორმატს" - თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს იმ პოლიტიკური ძალების სიას, რომლებიც ზურაბიშვილის ირგვლივ კოორდინაციას გეგმავენ

დღეს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ის კო­ორ­დი­ნა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წე­სე­ბით გუ­შინ გა­მო­ცხად­და, დღეს შედ­გაო.

"მსურს, გა­გაც­ნოთ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ. დღეს კო­ორ­დი­ნა­ცია შედ­გა. ის კო­ორ­დი­ნა­ცია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წე­სე­ბით გუ­შინ გა­მო­ცხად­და, რომ ჩვენ უნდა შე­ვა­ჯე­როთ პო­ზი­ცი­ე­ბი იმ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და სა­კი­თხებ­ზე, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. მსურს, ის შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­გაც­ნოთ, რაც არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა პარ­ტი­ებ­მა შემ­დგომ თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი წა­რად­გი­ნონ სხვა­ნა­ი­რად, რაც ერ­თობ­ლი­ვად შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ეს ასე­თი ფორ­მის კო­ორ­დი­ნა­ცი­აა, რო­მე­ლიც დღეს იწყებს მუ­შა­ო­ბას. უნდა ით­ქვას, რომ გუ­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი ძა­ლი­ან დიდი იმედს გვაძ­ლევს და ადას­ტუ­რებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ულ­მა პო­ლი­ტი­კამ ვერ შეძ­ლო და ვერ და­შა­ლა ეს პრო­ტეს­ტი. ის არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რო­დე­საც ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ უფრო ძლი­ე­რად გა­მოჩ­ნდეს, გა­მოჩ­ნდე­ბა. ის არის მუდ­მი­ვი და არა­ფე­რი და ვე­რა­ვინ ვერ აში­ნებს მის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - თქვა მან. .

ამის შემ­დეგ "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სია იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ახალ ფორ­მატს შე­უ­ერ­თდნენ.

"ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი,

გა­ხა­რია,

ლელო,

დროა,

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი,

ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო,

სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი.

ესე­ნი შე­მო­უ­ერ­თდნენ ახალ ფორ­მატს პრე­ზი­დენ­ტთან", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.