08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
03.04.2025 / 07:04
შრიფტის ზომა:

„მალე შესაძლოა, ქვეყანაში ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ - ნუ ჰგონია ვინმეს, რომ წავა უცხოეთში, მერე თავის სახლში გადმორეკავს და მშობლიურ ენაზე მიიღებს პასუხს“

„ნუ ჰგონია ვინმეს, რომ წავა უცხოეთში ცხოვრებას მოიწყობს, მერე თავის სახლში გადმორეკავს და მშობლიურ ენაზე მიიღებს პასუხს, მერე უკვე იქ სხვა ეთნოსის, კულტურის ადამიანი დახვდება“,-ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრენსიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატებაა, ვითარებას ართულებს მიგრაციის კატასტროფული მაჩვენებელი. შედეგად კი, სოსო არჩვაძის თქმით, სულ მალე შესაძლოა, ქვეყანაში ქართველები ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდნენ.

„მალე შესაძლოა, ქვეყანაში ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ“

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

„ორმხრივი ძალისხმევაა საჭირო. ერთის მხრივ, სახელმწიფოს მიერ უფრო აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გატარდეს, განსაკუთრებით მთის რეგიონებში და აგრარული სექტორისთვის აქტიური მხარდაჭერით, რომ იქ ცხოვრება პრესტიჟული, ხელსაყრელი, მომგებიანი და ეფექტიანი გახდეს. თუმცა, თვითონ საზოგადოებაც მხოლოდ ხელისუფლების იმედად არ უნდა ვიყოთ. იმიტომ, რომ საქართველო ისტორიულადაც სამწუხაროდ, მხოლოდ საუკუნე ნახევარი იყო წელგამართული, დანარჩენი სულ ბრძოლა უწევდა.

ამ დროს, როდესაც ჩვენი მედია პოპულარიზაციას უწევს, თუ რა კარგად აეწყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები უცხოეთში, რომ იქ ყველაფერი აქვთ, ეს ფაქტობრივად, პოპულარიზაციაა, რომ სხვამაც აიკრიფოს გუდა-ნაბადი და წავიდეს განვითარებულ ქვეყნებში. ეს მსოფლიო ტენდენციაა, მაგრამ დიდ ქვეყნებს ამის რესურსი და პოტენციალი გააჩნიათ. ახლა ჩინეთმა პირობითად 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი რომ დაკარგოს და გაუშვას უცხოეთში საცხოვრებლად, ისედაც მრავალრიცხოვანია და ამით არაფერი დააკლდებათ. პირიქით, შეიძლება შეღავათიც იგრძნონ, მაგრამ ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თითოეული ადამიანი ფასობს.

ნუ ჰგონია ვინმეს, რომ წავა უცხოეთში ცხოვრებას მოიწყობს, მერე თავის სახლში გადმორეკავს და მშობლიურ ენაზე მიიღებს პასუხს. იქ უკვე სხვა ეთნოსის, კულტურის ადამიანი დახვდება“,- ამბობს სოსო არჩვაძე. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

„მალე შესაძლოა, ქვეყანაში ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ - ნუ ჰგონია ვინმეს, რომ წავა უცხოეთში, მერე თავის სახლში გადმორეკავს და მშობლიურ ენაზე მიიღებს პასუხს“ | Allnews.Ge