26 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
15.04.2025 / 05:04
შრიფტის ზომა:

გიორგი გახარია თეა წულუკიანს: "ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს?"

ოკუ­პან­ტე­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­და რომ გა­და­წყვი­ტეთ, ეს იყო ვინ­მეს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი? "მე­ი­ლი“ არ­სე­ბობს? - ასე უპა­სუ­ხა შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც სო­ფელ ჩორ­ჩა­ნის მი­და­მო­ებ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გოს გახ­სნას და ამ ამ­ბის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ამას­თან, რო­გორც გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბა იყო სი­ურპრი­ზი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

-0:03 "და­ი­ცა­ვით თუ არა ნორ­მა, რო­მე­ლიც გა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დათ, რომ თქვენ სა­გუ­შა­გოს მო­წყო­ბა არ და­გე­წყოთ თქვე­ნით. ძლე­ვა­მო­სი­ლი იყა­ვით თუ არა, მე თუ მე­კი­თხე­ბით, მე და­გი­დას­ტუ­რებთ, რომ თქვენ იყა­ვით რა შს მი­ნის­ტრი, თქვენ იყა­ვით სუ­პერ ძლე­ვა­მო­სი­ლი“,- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა, რა­ზეც გა­ხა­რი­ამ უპა­სუ­ხა, რომ "ახ­ლაც არ ვუ­ჩი­ვი ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბას, მე მყოფ­ნის“.

ამას­თან, რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, გი­ორ­გი გა­ხა­რია შს მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­ვით იქ­ცე­ო­და.

"თქვენ ძლე­ვა­მო­სი­ლი იყა­ვით და შს მი­ნის­ტრი რომ იყა­ვით, იქ­ცე­ო­დით პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრი­ვით. სა­გუ­შა­გო იქ გან­თავ­და თქვე­ნი მხრი­დან კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნით. გა­ტა­ცე­ბე­ბია, გა­და­ცე­მე­ბია სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­ჟი­მის ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რომ ეს ტყე მა­თია, მო­ნიშ­ვნე­ბი გა­ა­კე­თეს ტყე­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნივ­რუ­ლი ვა­რა­უ­დი, უფრო მე­ტიც, რომ იქ ადრე თუ გვი­ან გად­მო­ი­წე­ვა ხაზი. თქვენ არ აც­ნო­ბეთ, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბა იყო სი­ურპრი­ზი“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის სა­პა­სუ­ხოდ კი გა­ხა­რი­ამ კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ "ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და“.

"ეს არის თქვე­ნი ინ­ტერპრე­ტა­ცია. მე ვი­სა­უბ­რე მა­შინ სუს-ის ხელ­მძღვა­ნელ­თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი არის შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრო­ლის ქვეშ. მას აკონ­ტრო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი არ არის სუს-ის კონ­ტრო­ლის ქვეშ. სა­ო­კუ­პა­ციო ხაზე რაც ხდე­ბა, გა­ტა­ცე­ბა და ა.შ. ეს არის შს სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა. აი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის მერე გა­მოყ­ვა­ნა და იმ ფორ­მა­ტებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, იქ არის სუს-ი. სუს-ს აქვს მთა­ვა­რი პრე­რო­გა­ტი­ვა, "ვინ­მე არ გა­ვაბ­რა­ზოთ“. სუს-ი ამი­ტომ არის სუს-ი. მათი მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ყო­ველ­თვის უნდა იყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. მათ თა­ვი­ან­თი რის­კე­ბი დაგ­ვა­ნა­ხეს.

მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ახა­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მო­გო­ნი­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე ჩორ­ჩა­ნის 1800 ჰექ­ტა­რი ტყის მოჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს­გან. ეს იყო მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. მთა­ვა­რი შე­დე­გი, რო­მე­ლიც დღეს გვაქვს, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი რუ­კა­ზეც და მი­წა­ზეც არის ზუს­ტად იქ, სა­დაც იყო“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ, რა­საც წუ­ლუ­კი­ან­მა უპა­სუ­ხა, რომ "ეს არ არის სი­მარ­თლე. გად­მო­წე­უ­ლია დე-ფაქ­ტო ხაზი“.

თა­ვის მხრივ, გა­ხა­რი­ამ წუ­ლუ­კი­ანს მი­მარ­თა: - "თქვენ ურევთ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­სა და სა­გუ­შა­გოს“.

ამას­თან, ამა­ვე სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის წევ­რი გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, იყო თუ არა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, როცა გა­ხა­რი­ამ შს მი­ნის­ტრო­ბის დროს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და იყო თუ არა მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი თა­ნახ­მა.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­რე­შე ამ სა­კითხს ვერ გა­ვა­კე­თებ­დით. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლი, როცა ასეთ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი. მარ­ტო ამას არა, სხვას ყვე­ლა­ფერს ვუ­თან­ხმებ­დი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გიორგი გახარია თეა წულუკიანს: "ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადაწყვიტეთ, ეს იყო ვინმესთან შეთანხმებული? "მეილი“ არსებობს?" | Allnews.Ge