
კრეაციონისტებისა და ევოლუციონიზმის მიმდევრებს შორის არსებულ დავას შესაძლოა, მალე წერტილი დაესვას. როგორც Reuters იტყობინება, გასულ ხუთშაბათს ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გორილას გენომის ახალი ვერსია წარმოადგინეს, რომელიც 11 წლის მაიმუნის, სიუზის დნმ-ს საფუძველზე შეიქმნა. ახალი ვერსია მრვალ კითხვას პასუხობს, რომელიც 2012 წლიდან, გორილას პირველი გენეტიკური რუკის შექმნიდან, არსებობს.
როგორც გაირკვა, გორილასა და ადამიანის გენომს შორის განსხვავება მხოლოდ 1,6%-ს წარმოადგენს.
როგორც ცნობილია, ადამიანთან გენეტიკურად განსაკუთრებით ახლოს შიმპანზე და ბონობო (ჯუჯა შიმპანზე) არიან. გორილასა და ადამიანის გენომს შორის არსებული მცირე განსხვავება მეცნიერების თქმით, იმუნური, რეპროდუქციული, სენსორული აღქმის სისტემების და კეროტინის გამომუშავებაშია, რომელიც კანის, ფრჩხილებისა და თმის ფორმირებაში ძირითად ფუნქციას ასრულებს.
გარდა ამისა, განსხვავება აისახება ინსულინის გამომუშავებაშიც, რომელიც სისხლში შაქარის რაოდენობას არეგულირებს.
მკვლევარების აზრით, მომავალი კვლევები მათ საშუალებას მისცემს გამოყონ ადამიანის გენომები, რომლებიც შემეცნებაზე, ენობრივ და ქცევით უნარებსა და ნევროლოგიურ დაავადებებზეა პასუხიმგებელი.