9 ცხოველი, რომელსაც საკუთარი თავის კლონირება შეუძლია | Allnews.Ge

9 ცხოველი, რომელსაც საკუთარი თავის კლონირება შეუძლია

ბევრი ჩვენგანისთვის კლონირება  ფანტასტიკური ფილმებთან ასოცირდება, თუმცა, სინამდვილეში, დედამიწაზე უამრავი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის გამრავლების ერთადერთ ფორმას სწორედ კლონირება წარმოადგენს.

მედუზა მრავლდება როგორც სქესობრივი გზით, ისე დაკვირტვის საშუალებით. მედუზების ერთ-ერთი სახეობა Turritopsis Nutricula - დედამიწაზე არსებული უიშვიათესი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც "მარადისობის" თვისებები აქვს. მედუზა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პოლიპად გადაიქცევა, შემდეგ ისევ პირვანდელ ფორმას უბრუნდება და ეს ციკლი უსაასრულოდ გრძელდება.

სწორედ ამიტომ, მედუზის ამ სახეობას ხშირად უკვდავსაც უწოდებენ.

თასმისებური ჭიები - პარაზიტული ჭიებია, რომლებსაც ასევე შეუძლიათ საკუთარი კლონების შექმნა.

როდესაც თასმისებური ჭია ცოცხალ ორგანიზმში ხვდება, მისი სხეულის ცალკეული სეგმენტები - "პროგლოტიდები" გარკვეულ მომენტში "პატრონს" ტოვებს და დამოუკიდებლად იწყებს გამრავლებას.

ბუგრები საკუთარ პოპულაციის გამრავლებას პართენოგენეზის გზით ახდენენ.

ანუ, ახალი ორგანიზმი ა მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედიდან, მამრობითი სასქესო უჯრედის განაყოფიერების გარეშე ვითარდება. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტია გარშემო ბუგრებისთვის საშიში ცოცხალი არსება, მით უფრო სწრაფად მრავლდება ამ პარაზიტული მწერების კოლონია.

ზღვის ღრუბლები უხერხემლო ცხოველთა ტიპია, რომელიც  უჯრედებისა და ბოჭკოვანი სისტემისგან შემდგარ ცოცხალ არსებას წარმოადგენს, რაიმე რთული სტრუქტურის შიდა ორგანოების გარეშე.

ზღვის ღრუბელი საკუთარი თავის კლონირებას გემულების საშუალებით ახდენს. ეს არის გამრავლებისთვის განკუთვნილი კვირტია, რომლის საშუალებითაც, ზღვის ღრუბელს არამხოლოდ გამრავლება, არამედ რეგენერაციაც შეუძლია.

მარმარილოს კიბორჩხალები 1990 წელს აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს არსება პართენოგენეტიკური გზით მრავლდება, ანუ გამრავლებისთვის განაყოფიერება არ სჭირდებათ.

მახრჩობელა გველს იშვიათ შემთხვევაში ასევე შეუძლია პართენოგენეტიკური გზით გამრავლება.

დაფიქსირებულია სულ ცირე ერთი მსგავსი ფაქტი, როცა შთამომავლობა მამრის დნმ-ის გარეშე გაჩნდა.

 

ხვლიკის სახეობა Cnemidophorus-ს ქრომოსომების ორმაგი ნაკრები აქვს, რაც საშუალებას აძლევს, პართოგენეზის გზით გამრავლდეს.

თუმცა, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია მსგავსი "გადახრა".

კომოდის ვარანი ქვეწარმავალია, რომელსაც გამრავლება პართენოგენეზის გზითაც შეუძლია. პირველად მეცნიერებმა

ეს ფაქტი 2006 წელს დააფიქსირეს, როცა ორი ვარანი მამრის გარეშე განაყოფიერდა. უცნაურია, მაგრამ ახალშობილ ხვლიკებს დედის დნმ-ის გაორმაგებული რაოდენობა ჰქონდათ.

თავჩაქუჩა თევზი ამავე სახელწოდების ზვიგენთა სახეობაა, რომელსაც პართენოგენეზის მეთოდითაც შეუძლია გამრავლება.

მსგავსი ფაქტი 2011 წელს აშშ-ის ერთ-ერთი ზოოპარკში დაფიქსირდა. შემდგომმა ანალიზმა დაადასტურა, რომ თევზი დედის გენეტიკური კლონი იყო.