
ბრიტანული სტუდია PLP Architecture-ის არქიტექტორებმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად, ხის ცათამბჯენის პროექტი შეიმუშავეს.
ჩანაფიქრის მიხედვით, 300 მეტრიანი კონსტრუქცია ლონდონის ცენტრში აღიმართება და მისი საერთო ფართობი 93 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ცათამბჯენში ათასზე მეტი აპარტამენტი და ღია ტერასა იქნება განლაგებული.
კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ხის ცათამბჯენები შესაძლოა, არქიტექტურის ახალ ტრენდად იქცეს, რადგან რკინა-ბეტონის კონტრუქციებთან შედარებით, მათი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა მასალებშია.
გარდა ამისა, ხის სახლების მშენებლობა, მშენებლებს დროის ეკონომიის საშუალებასაც აძლევს.
იმ შემთხვევაში თუკი, სპეციალური კომისია პროექტს დაამტკიცებს, ხის ცათამბჯენი ლონდონის მეორე ყველაზე მაღალი შენობა გახდება. შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილს Shard-ის 310 მეტრიანი კონსტრუქცია იკავებს.