როგორ გამოიყურება რადიაცია
სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით, ფოტოგრაფმა გრეგ მაკნევინმა შეძლო ადამიანებისთვის ეჩვენებინა რადიაციის დონე, ბრიანსკის ოლქში - რომელიც 1986 წელს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი ავარიის შედეგად დაგროვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფუკუშიმას ტრაგედიიდან ხუთი, ხოლო ჩერნობილში მომხდარი მოვლენებიდან 30 წელი გავიდა რადიოაქტიული დაბინძურება კვლავაც ახდებს გავლენას ადამიანების სიცოცხლეზე.
თუმცა, იმის გამო, რომ წყარო უჩინარია, რთულია ადამიანებისთვის ამ საფრთხის თვალსაჩინოდ ჩვენება.
ფოტოეფექტებისა და გეიგერის მრიცხველში დამონტაჟებული მანათობელი დიოდების დახმარებით, მაკნევინმა შეძლო უხილავი ხილულად ექცია.
როგორ გამოიყურება სინამდვილეში ფუკუშიმა: 4K რეზოლუციის ვიდეო