
პალეონტოლოგებმა ანტარქტიკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულ სიმორზე ნაპოვნი პრეისტორიული საზღვაო ფრინველის ნეშტი შეისწავლეს. ამის შესახებ ჟურნალი Тhe Journal of Paleontology იუწყება.
მეცნიერებმა შეისწავლეს ფრინველის მხრის ძვლის მცირე ნაწილი, რომლის სიგრძემ 8,5 სმ შეადგინა. ფრინველი Pelagornithidae-ს ოჯახს მიეკუთვნებოდა და კუნძულზე 53-49 მილიონი წლის წინ სახლობდა. ამ ოჯახის წარმომადგენელთა ყველაზე ძველი ნეშტები 60 მილიონი წლისაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ, ზემოთ აღნიშნული, ფრინველები 2-3 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ.
შესწავლილი ფრინველის გაშლილი ფრთების საერთო სიგრძე 6 მეტრს აღწევდა, მისი ნისკარტი კი "ფსევდო-კბილებით" იყო დაფარული.