მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს | Allnews.Ge

მესი არგენტინის ნაკრებს ტოვებს

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ, კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში ჩილესთან (0:0, პენ. 2:4) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს.

"ჩემთვის ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამოსვლა დასრულებულია. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ძალიან მტკივნეულია რომ ჩემპიონობას ვერ მივაღწიეთ" - განაცხადა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ და არგენტინის ნაკრებმა ერთად დათმეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალი, ასევე "კოპა ამერიკის" 2007, 2015 და 2016 წლების გათამაშებების გადამწყვეტი მატჩები.