
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროკავშირმა Moderna-სა და Pfizer/ BioNTech-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცოს, რაც მათი ევროპაში განაწილების შესაძლებლობას შექმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოვიდ 19-ის ვაქცინების შეფასების მიზნით ევროპის მედიცინის სააგენტო (EMA) აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან დისკუსიებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
„თუ ყველა პროცედურა შეუფერხებლად წარიმართება, ევროპის მედიცინის სააგენტომ, Pfizer / BioNTech და Moderna– ს ვაქცინებს, ავტორიზაცია, შესაძლოა, დეკემბრის მეორე ნახევარში მიანიჭოს,“- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ცნობისათვის, ევროკომისიას ვაქცინების წინასწარ შეკვეთის მიზნით დღემდე ხუთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული : შვედურ-ბრიტანულ კომპანია AstraZenaca- სთან, ამერიკულ კომპანია Johnson & Johnson- თან, ფრანგულ-ბრიტანულ დუეტ Sanofi-GSK- თან, აშშ-გერმანულ დუეტ Pfizer / BioNTech- სა და გერმანულ CureVa- სთან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სამყარო გამაოგნებელი ადგილია, რომელიც უცნაური და საინტერესო ფაქტებითაა სავსე, რომელთა უმეტესობაზე თითოეული ჩვენგანი არც კი დაფიქრებულა.
საბედნიეროდ, ცხოვრების შესახებ საინტერესო მონაცემები Reddit-შია დაცული. ჩვენ ყველაზე საინტერესო ფაქტები ავარჩიეთ.
დედამიწაზე უფრო მეტი ხეა, ვიდრე ირმის ნახტომში ვარსკვლავი. მაშინ როდესაც ირმის ნახტომი 100 მილიარდ ვარსკვლავს ითვლის, დედამიწაზე 3 ტრილიონი ხე იზრდება.
დედამიწაზე ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი თაფლის სოკოა, რომელსაც მიწის ქვეშ 38 კვადრატულ კილომეტრზე აქვს ფესვები გადგმული.
იაპონიაში კომიქსების დამზადებაზე უფრო მტი ქარალდი იხარჯება, ვიდრე საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის გამოსაყენებელი ქაღალდის დამზადებაზე.
კლეოპატრა იმ პერიოდთან უფრო ახლოს ცხოვრობდა, როდესაც ადამიანი პირველად დაჯდა მთვარეზე, ვიდრე გიზის პირამიდის მშენებლობასთან.
ესპანეთის ეროვნულ ჰიმნში სიტყვები არ არის.
პლუტონის აღმოჩენიდან, ანუ 1930 წლიდან, მის პლანეტად შერაცხვამდე 2006 წლამდე, მას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნი არ ჰქონდა გაკეთებული. პლუტონს 248 დედამიწის წელი სჭირდებ მზის გარშემო ერთხელ შემობრუნებისთვის.
ნატურალური თაფლი არ ფუჭდება, თუნდაც 3000 წლის იყოს.
გარდაცვლილს შესაძლოა ჟრუანტელმა დაუაროს.
როდესაც ცხვირით ვსუნთქავთ, ერთი ნესტოდან მეტი ჰაერი შედი ვიდრე მეორედან და ეს ყოველ 15 წუთში ერთხელ იცვლება.
დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის შემადგენელ ატომებს ცარიელი სივრცე რომ მოვაშოროთ, დედამიწის მთელი პოპულაცია ერთ ვაშლში ჩაეტეოდა.
დედამიწის ბირთვიდან ოქროს მთელი მარაგის მოპოვება შესაძლებელი რომ გახდეს, ეს ძვირფასი მეტალი ჩვენი პლანეტის ხმელეთს მუხლამდე დაფარავდა.
ადამიანის სისხლის მარაგის სრულად ამოსაწოვად 1 200 000 კოღოს ნაკბენია საჭირო.
1903 წელს ძმები რაიტები პირველად აფრინდნენ. ამ მოვლენიდან 66 წლის შემდეგ ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა.
მკითხველის კომენტარები
(0)