
1. ეთერზეთები. კოღო ვერ იტანის ევკალიპტის, ფიჭვის, მიხაკისა და რეჰანის არომატს. ამ მცენრეების ეთერზეთში დასველებული ბამბა მოვათავსოთ ფანჯრის რაფაზე.
2. ანწლი და პომიდორი. ოთახში კოღო არასოდეს შეგაწუხებთ, თუ გექნებათ ანწლის ახალი ტოტები ან პომიდვრის ღერო. მოათავსეთ ისინი ფანჯრის რაფაზე და მშვიდად დაიძინეთ.
3. ოთახის მცენარეები. ქოთანში გაზრდილი პიტნა შესანიშნავი საშუალებაა კოღოების დასაფრთხობად. შესაძლებელია ფანჯრის რაფაზე პიტნის ფოთლების მოთავსებაც.
4. გვირილა სწრაფად და საიმედოდ გვაშორებს კოღოებს.
5. ნიორი. ერთი კბილი ნიორი მოათავსეთ ლამბაქზე და დადეთ ყველა ოთახში. სუნი მართალია მძაფრია, მაგრამ ნიორი არა მარტო კოროებს მოგაშორებთ, იმუნიტეტსაც აგიმაღლებთ.
ლალი ჩხიკვაძე