05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
04.07.2016 / 11:07
შრიფტის ზომა:

ანტარქტიდის თავზე ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო

მეცნიერების მტკიცებით, ანტარქტიდის თავზე შეთხელებული ოზონის შრე თანდათანობით ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.

მკვლევართა განმარტებით, 2015 წლის სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ოზონის შრეში არსებული ხვრელი 4 მილიონი კვადრატული კილომეტრით იყო შემცირებული 2000 წელს მიღებულ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, რაც ინდოეთის ნახევარკუნძულის ფართობის ტოლია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოზონის შრის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ოზონის გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაზე აკრძალვამ გამოიწვია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სტრატოსფეროში ოზონის წარმოქმნისა და განადგურების ბუნებრივი პროცესები ერთმანეთს გრძელვადიან პერსპექტივაში აბალანსებს და დედამიწას მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.

ოზონის დამცავი შრის არარსებობა სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის, მათ შორის კანის კიბოსა და კატარაქტას შესაძლებლობას ზრდის როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებსა და მცენარეებში.

პირველად ანტარქტიდის თავზე ზღვის დონიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე ოზონის შრის გათხელება ბრიტანელმა მეცნიერებმა 1980 წელს აღმოაჩინეს.

მეცნიერების განმარტებით, ოზონის შრე სრულად 2050 მაქსიმუმ 2060 წლისთვის აღდგება.

მკითხველის კომენტარები
(3)

გიორგი
06 ივლისი , 2016 15:07

რომელიმემ გაიგეთ მაინც, რაზეა საუბარი? საღადაოა ეს?

88888888888888888
05 ივლისი , 2016 18:07

რას ბოდიალებთ.აღდგენა სასარგებლოა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ანტარქტიდის თავზე ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო | Allnews.Ge