ძვირფასი ქვების ათეული
1. წითელი ალმასი
ერთი კარატი - 1 000 000 დოლარი
წითელი ალმასი ყველაზე ძვირად ღირებული ძვირფასი ქვაა პლანეტაზე. კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმეა მოპოვებული და ზოგიერთს ძალიან მცირე წონა აქვს - საშუალოდ 0,5 კარატი. მსოფლიოში ერთ კარატიანზე დიდი მხოლოდ რამდენიმე წითელი ბრილიანტი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი, 5.03 კარატიანი ბრილიანტი სმითსონის მუზეუმში ინახება.
2. გრანდიდიერიტი
ერთი კარატი - 32 000 დოლარიდან
მოცისფრო-მომწვანო ფერის ძალიან იშვიათი მინერალი. ის ფრანგმა მკვლევარმა ალფრედ გრანდიდიემ XX საუკუნის დასაწყისში მადაგასკარზე აღწერა და სახელიც მის პატივსაცემად ეწოდა. მცირე რაოდენობით ის მადაგასკარზე ახლაც მოიპოვება.
3. ფადფარაჯა
ერთი კარატი - 30 000 დოლარიდან
ფადფარაჯა თამილურ ენაზე "ამომავალი მზის ფერს" ნიშნავს და ის მინერალ კორუნდის მოვარდისფრო-ნარინჯისფერ ნაირსახეობას წარმოადგენს.
ისტორიულად შრი-ლანკაზე, ინდონეზიაში, ტანზანიასა და მადაგასკარზე მოიპოვებდნენ. შრი-ლანკაზე ეს მინერალი ფაქტობრივად აღარ დარჩა - უკანასკნელი ბუნებრივი ფადარაჯა 20 წლის წინ გაიყიდა. 5-კარატიანი და უფრო დიდი ასეთი ქვა საკოლექციოდ ითვლება და მისი ერთი კარატი 30 ათას დოლარზე მეტი ღირს.
4. ჟადეიტი (იმპერიალი)
ერთი კარატი - 20 000 დოლარი
მწვანე ფერის ძვირფასი ქვა, კარგა ხანს ყველაზე იდუმალ ქვად ითვლებდა პლანეტაზე.
მოიპოვება ყაზახეთში, ჩინეთში, მიანმაში, იაპონიაში მექსიკაში, გვატემალაში. ნეფრიტის მსგავსია, ნაკლებად გამჭვირვალე, თუმცა გაცილებით მკვრივი და იშვიათია.
მაღალი გამჭვირვალობის საიუველირო ჟადეიტს კი იმპერიალს უწოდებენ და ძალიან ძვირი ღირს.
5. ალმასი
ერთი კარატი - 17 000 დოლარიდან
ალმასი დიდი ხანია ითვლება ყველაზე სასურველ ძვირფას ქვად, რისი მიზეზიც, ცხადია, დაწახნაგებული ალმასის ანუ ბრილიანტის განუზომელი პოპულარობაა. ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება ბრილიანტის გამოყენებით საიუველირო სამკაულების დამზადება.
6. ლალი
ერთი კარატი - 15 000 დოლარიდან
ლალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძვირფასი ქვაა.
შეიძლება ჰქონდეს კაშკაშა წითელი, მოიისფრო-წითელი, მუქი წითელი ელფერი.
მიუხედავად იმისა, რომ ისევე როგორც ალმასი ყველა კონტინენტზე მოიპოვება, გარდა ანტარქტიდისა, ბევრი არ არის. ყველაზე დიდი საიუველირო ღირებულება აქვს ტაილანდში, მიანმასა და შრი-ლანკაში მოპოვებულ ე. წ. მტრედის სისხლისფერ ლალებს.
განსაკუთრებით ხარისხიანი ლალის ერთი კარატის ფასი 15 ათას დოლარს ბევრად აღემატება.
7. ცისფერი თურმალინი (პარაიბა)
ერთი ტკარატი - 12 000-15 000 დოლარი
ლამაზი, მეტად იშვიათი მოლურჯო-ფირუზისფერი ძვირფასი ქვა. მისი კრისტალები აღმოსავლეთ ბრაზილიაში, პარაიბას შტატში 1987 წელს აღმოაჩინეს. ამჟამად მადაგასკარსა და მოზამბიკშიც მოიპოვება, თუმცა ბრაზილიური ცისფერი თურმალინი უფრო ფასობს.
8. ალექსანდრიტი
ერთი კარატი - 10 000 - 15 000 დოლარი
ცვალებადი ფერის ძვირფასი ქვა. დღის სინათლეზე მოცისფრო-მომწვანო-მოლურჯოა.
ხელოვნური განათებისას მისი ფერები მოვარდისფრო-ჟოლოსფერში ან მოიისფრო-წითელში გადადის.
პირველი ქვა 1843 წელს ეკატერინბურგის მახლობლად იპოვეს.
9. წითელი ბერილი (ბიკსბიტი)
ერთი კარატი - 10 000 - 12 000 დოლარი
ბერილი იშვიათი სახეობაა, ბოლო დრომდე ლამის მხოლოდ კოლექციონერებისთვის იყო ცნობილი. მოიპოვება მხოლოდ აშშ-ში ნიუ-მექსიკოსა და იუტას შტატებში, ვახო-ვახოს მთებში.
10. ზურმუხტი
ერთი კარატი - 8 000 დოლარი
მუქი ან ღია მწვანე ფერის ძვირფასი ქვა. ბოლო წლებში ძირითადად მოიპოვება კოლუმბიაში.