2016 წლის ივნისი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო
2016 წლის ივნისი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ აშშ-ის ოკეანოლიური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო იტყობინება.
ორგანიზაციის ცნობით, გასულ თვეს პლანეტის საშუალო ტემპერატურამ 16,4 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც XX საუკუნის ივნისის თვეების საშუალო მაჩვენებელზე 0,9 გრადუსით მეტია.
აშშ-ის ოკეანოლიური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო ტემპერატურის რეგულარულ მონიტორინგს 1880 წლიდან ახორციელებს.
მეცნიერების განმარტებით, გლობალური დათბობა პირველ რიგში, ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული.
გაერო-ს ცნობით, 2030 წლიდან გლობალური დათბობით გამოწვეული შედეგები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 2 ტრილიონი აშშ დოლარით დააზარალებს.