როგორ დავიძინოთ სიცხეში - რჩევები მათ ვინც ქალაქიდან ვერ გადის
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა სიცხეა. მაღალი ტემპერატურა ღამე ძილის პრობლემებსაც ქმნის. გამოცემა "ტელეგრაფი" გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ უნდა დავიძინოთ ცხელი ამინდის დროს კომფორტულად:
გაამზადეთ ცივი წყლით სავსე ბოთლი. ცნობილი მეთოდია ზამთარში საწოლში თბილი წყლით სავსე ბოთლების განთავსება, ზაფხულში კი შეგიძლიათ პირიქით გააკეთოთ. ცივი წყლით სავსე ბოთლი ზეწრის ქვემოთ მოათავსეთ, ეს ლოგინის გაცივებას შეუწყობს ხელს.
განათავსეთ პიჟამა პოლიეთილენის პარკში და შედეთ საყინულეში ჩაცმამდე 15 წუთით ადრე. ცივი პიჟამა ხელს შეუწყობს გაგრილებას.
მიიღეთ ცივი შხაპი. ცივი შხაპი შესაძლოა არ იყოს სასიამოვნო, თუმცა, ღამით სხეულის გასაგრილებად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ჩაიცვით ბამბის ქსოვილით შეკერილი ტანსაცმელი. ვინაიდან ბამბა ხელს უწყობს კანს ისუნთქოს და სიცხის დროს გაცილებით უფრო კომფორტულია.
დაიდგით ცივი წყლით სავსე ჭიქა საწოლთან. მაღალი ტემეპერატურის დროს სასურველია რომ მიიღოთ ბევრი წყალი, რათა სხეულის დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
არ დალიოთ ალკოჰოლი. ზაფხულის ცხელ ამინდში, შეეცადეთ არ დალიოთ ბევრი ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან ალკოჰოლი ხელს უწყობს დეჰიდრატაციას.
დღის განმავლობაში დახურეთ ყველა ფანჯარა და ეცადეთ მზის სხივმა ოთახში ვერ შეაღწიოს. ოთახის განიავება სასურველია საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ და დილით ადრე.