05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
29.07.2016 / 06:07
შრიფტის ზომა:

ომის დროს აგებული ბუნკერები ფეშენებელურ სახლებად აქციეს

1950-იან წლებში გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში საიდუმლო ბუნკერები აამოქმედა. ერთ-ერთი მსგავსი ბუნკერი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, განმარტოვებულ ადგილას მდებარეობს. ის რუკების ოთახითა და გაუმჯობესებული საკომუნიკაციო სისტემებით იყო აღჭურვილი, საწვავი კი დამოუკიდებლად მიეწოდებოდა. ყველაფერი კი 1,5 მეტრის სისქის ბეტონის საფარში იყო მოქცეული.

დღეს ეს ბუნკერი 3,94 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ბეტონი შუშის სახურავით არის ჩანაცვლებული, ახალი სახლის პირველ სართულზე კი საცურაო აუზი და 5 ექსტრავაგანტული საძინებელია განთავსებული.

გაყიდვების მენეჯერები მსგავსი სახლების უპირატესობაზე საუბრობენ და მის ინდივიდუალობაზე ყვებიან:

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ეს კერძო საკუთრების ძალიან ინდივიდუალური სახეა, რომელიც ყველა ადამიანს არ შეესაბამება. ასეთი სახლი განკუთვნილია მათთვის, ვინც რაღაც გამორჩეულსა და განსხვავებულს ეძებს."- აცხადებს სტივენ მეიმ.

ლონდონში საცხოვრებელი ფართის ნაკლებობისა და აუთვისებელი სახლების განახლების სურვილის გათვალისწინებით გაყიდვების მენეჯერები მიიჩნევენ, რომ მეორე მსოფლიო და ცივი ომის დროინდელი ბუნკერების ათვისება სულ უფრო აქტიურად უნდა მოხდეს.

მსგავსი ტენდენცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანიაცაა.

დეველოპერები მიიჩნევენ, რომ ბაზარზე არსებეული მოთხოვნისა და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით, მიტოვებული თავშესაფრების პოვნა, გადაკეთება და ბაზარზე გადატანა მომგებიანი საქმეა. წარსულის ამ გადმონაშთს დღეს ახალი სიცოცხლის შეძენის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ომის დროს აგებული ბუნკერები ფეშენებელურ სახლებად აქციეს | Allnews.Ge