არის თუ არა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სიმულაცია
ვართ თუ არა რეალურები? ამ საკითხს ძირითადად ფილოსოფოსები სვამენ, მეცნიერები კი იკვლევენ როგორია სამყარო და როგორ ფუნქციონირებს ის, თუმცა არსებობს კითხვები, რომლებიც მეცნიერების მიღმა რჩება.
ზოგიერთი ფიზიკოსი, კოსმოლოგი და ტექნოლოგი აღფრთოვანებულია იმ იდეით, რომლის მიხედვითაც ჩვენ დიდ კომპიუტერულ სიმულაცია "მატრიქსის-სტილში" ვცხოვრობთ, რომელიც რეალური გვგონია.
ინსტინქტები გვკარნახობს, რომ ყველაფერი ისეთი რეალურია, შეუძლებელია, სიმულაცია იყოს, მაგალითად ჭიქა, რომელიც ხელში მიჭირავს, ყავის არომატი, რომელსაც ვგრძნობ, ხმაური, რომელიც მესმის და როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ტყუილი იყოს?
როდესაც ამას გაიფიქრებთ, გაიხსენეთ, რა ინფორმაციული შესაძლებლობები მოგვცა კომპიუტერმა ტექნოლოგიებმა ამ ბოლო ათწლეულებში.
მეცნიერთა თქმით, პროგრამა The Matrix უპრეცედენტო სიცხადითაა ჩამოყალიბებული, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ვირტუალურ სამყაროში მყოფ ადამიანებს თავი რეალობაში აგრძნობინოს.
სწორედ აქედან მოდის იდეა, რომლის მიხედვითაც ჩვენ სიმულაციურ სამყაროში ვცხოვრობთ. უნდა აღინიშნოს, რომ მოსაზრებას ცნობილი დამცველები ჰყავს.
მაგალითად, "გუგლის" ხელოვნური ინტელექტის გურუ Ray Kurweil ვარაუდობს, რომ "შესაძლოა, მთელი ჩვენი სამყარო, რომელიმე სხვა სამყაროში მცხოვრები სტუდენტის ექსპერიმენტია."
აღნიშნულ საკითხზე, აშშ-ში, ნიუ იორკის ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში ფიზიკოსებმა იმსჯელეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ერთ მათგანს არ სჯერა, რომ The Matrix-ის მსგავს სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც რეალური გვეჩვენება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კოსმოლოგისტის, ალან გუთის თქმით, ჩვენი სამყარო, შესაძლოა, სუპერ-ინტელექტის საშუალებით შეიქმნა. ისე, როგორც ბიოლოგებს მიკრო ორგანიზმები გამოყავთ.
"არსებობს შესაძლებლობა, რომ სამყაროს რეალური მატერიისა და ენერგიის გამოყენებით იყოს შექმნილი.
ეს ერთი პატარა ადუღებული ბურთია, რომელიც გარკვეულ სივრცეში შეიქმნა, შემდეგ კი თავის "მშობელს" გამოეყო და მასთან კონტაქტი სამუდამოდ გაწყვიტა,"- განმარტავს ის.
გუთის სცენარის გარდა, ელონ მასკის სცენარიც არსებობს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ სიმულაციურ სამყაროში ვარსებობთ და გიგანტური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ვიმართებით. სწორედ ისე, როგორც ეს ვიდეო თამაშებშია. ჩვენი გონებაც კი სიმულაციის მეშვეობით იმართება.
ამ თეორიის მიხედვით, The Matrix არის ერთადერთი რამ, რასაც ვერ გავექცევით, რადგან ამ სამყაროში "ვცხოვრობთ" და მისი განუყოფელი ნაწილი ვართ.
რატომ უნდა ვიწრმუნოთ ეს თეორია? არგუმენტი მარტივია: ჩვენ უკვე მივიღეთ სიმულაცია და უკეთესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, ნელ-ნელა გაუმჯობესებული ცხოვრება გვექნება.
მაგალითისთვის, თუ კომპიუტერული სიმულაციის მეშვეობით, ცხოველთა და მცენარეთა ქცევისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მართვა შეგვიძლია, უფრო ძლიერი ზეგავლენის მეშვეობით, ადამიანთა ქცევის მართვასაც შევძლებთ.
აღნიშნული სიმულაციის გაფართოება კი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი.
ვინ ამბობს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ, ვირტუალური კომპიუტერული აგენტებისა და სიმულაციის შექმნა? იქნებ მომავალში ეს შევძლოთ და ბოლოსდაბოლოს გავიგოთ, შეიძლება თუ არა, სიმულაციური სამყარო არსებობდეს.
ადრეულ წლებში, ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი დავობდა, რომ სამყარო უბრალო სიმულაციაა, რაც ინგლისელმა მწერალმა სემუელ ჯონსონმა უარყო და რეალურობის დასამტკიცებლად ცნობილი ჟესტი გააკეთა - ქვა ააგდო და დაიჭირა.
რეალურად, ეს უარყოფა არ ყოფილა, რადგან მან სწორი პასუხი არ იცოდა.
მომზადებულია BBC-ს მიხედვით.