
ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი იზრდება, რასაც პრევენციული ზომები უნდა დავუპირისპიროთ. ექიმები ნებისმიერ ასაკში ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობისკენ მოგვიწოდებენ, თუმცა არსებობს სპეციფიკური რეკომენდაციები, რომლებიც მას შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რაც 40 წელს გადავაბიჯებთ.
ენდოკრინოლოგი ქეთევან ტაბატაძე გვირჩევს, რომ ამ ასაკიდან მარილისა და შაქრის მიღება მკვეთრად შევზღუდოთ. მისი თქმით, მარილი უჯრედში სითხის შეკავებას უწყობს ხელს, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებს კი ეს პრობლემებს უქმნით. გარდა ამისა, მარილიანი პროდუქტის მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით სითხეს ვსვამთ, რაც ამ ტიპის დაავადებების მქონე პირებისთვის რეკომენდებული არ არის.
რაც შეეხება ტკბილ პროდუქტებს, მათი მიღება 40 წლის შემდეგ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ
ხანშიშესული პირების ნაწილს ასევე ოსტეოქონდროზი ანუ ე.წ მარილების დაგროვება აწუხებთ, ამიტომ მათ მარილის მიღება აუცილებლად უნდა შეამცირონ, - "მარილის შეზღუვას რეკომენდაციას გულსისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტენზიისა და ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის ვუწევ," - განმარტავს მედიკოსი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ქეთევან ტაბატაძე ასევე განმარტავს, რომ ძალიან ცხარე და მჟავე საკვები კუჭ-ნაწლავზე უარყოფითად აისახება, - "მათი რაოდენობის დაბალანსება არამხოლოდ 40 წლის შემდეგ, არამედ ნებისმიერ ასაკში აუცილებელია," - დასძენს ენდოკრინოლოგი.
საკვები, რომელიც მიჯაჭვულობას იწვევს
ბევრი ჩვენგანი არამხოლოდ ტკბილ, არამედ მინერალურ გაზიან სასმელებსაც ხშირად მოიხმარს, რაც ენდოკრინოლოგის თქმით, მაღალი წნევით დაავადებული პირებისთვის მავენებელია.
გაზიან სასმელებს, თუნდაც ასეთი ტიპის მინერალურ წყლებს, ლიტრობით რომ სვამენ, ეს ყოვლად მიუღებელია.
მინერალური წყლები ტუტეს შეიცავს, შესაბამისად, მათი უკონტროლო რაოდენობით მიღება კატეგორიულად არ შეიძლება. დღის განმავლობაში მაქსიმუმ 2-3 ჭიქის მიღება სრულიად საკმარისია," - განმარტავს ექიმი.
საკვები, რომელთა უზმოზე მიღება არ შეიძლება
რაც შეეხება რძის პროდუქტებს, ქეთევან ტაბატაძის თქმით, მათი მიღება ინდივიდუალურია, რადგან ზოგიერთ ჩვენგანს ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს, ზოგიერთ კი არა - "ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს და ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ მომრავლდა, მან რძის პროდუქტები უნდა აკრძალოს, თუმცა რძის პროდუქტები კალცს შეიცავს და ამიტომ ერთი ულუფა მაინც დღის განმავლობაში აუცილებელია. ზოგადად, ალერგიული ფონი მომრავლდა, ლაქტოზის აუტანლობა ზოგს ადრე ეწყება, ზოგს კი ცოტა გვიან და ამიტომ ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია," - აღნიშნავს მედიკოსი.
გარდა კვების დაბალანსებისა, ასაკის მატებასთან ერთად, ფიზიკური აქტივობაც აუცილებელია.
თერაპევტ სოფო ჩხეიძის განმარტებით, ასაკთან ერთად ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანება და ასაკობრივი დეგენერაციული ცვლილებები ხდება, რაც დროთა განმავლობაში თავს უფრო აქტიურად, ტკივილით ისეთ არეებში იჩენს, როგორიც ზურგი, წელი, ხერხემალი, მალები და მუხლის სახსრების მიდამოა:
ზედმეტად აქტიური ვარჯიში ლიბიდოს აქვეითებს
"სწორედ ამიტომ ფიზიკური აქტივობა და მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ფეხით სიარული. ეს ყველასთვის სასარგებლოა, მაგრამ განსაკუთრებით 60 წლის ასაკის პირებმა საღამოობით ფეხით აუცილებლად უნდა იარონ არანაკლებ ერთი კილომეტრისა, თუ სხვა რაიმე პრობლემა არ აწუხებთ," - განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ ძვლის სიმკვრივის შესუსტების გამო ფიზიკური აქტივობის განსაზღვრისთვის ექიმს უნდა მივაკითხოთ.
სოფო ჩხეიძე ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით 50-დან 60 წლამდე ასაკში გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატულობს, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადების განვითარებისა და უკვე არსებული დაავადების სწორად მართვისთვის ვარჯიში აუცილებელია:
"ფიზიკური აქტივობა მხოლოდ ამ დაავადებებისთვის არაა საჭირო. მოგეხსენებათ, ჭარბი წონა მხოლოდ წლოვანებასთან დაკავშირებული პრობლემა არ არის, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ იჩენს თავს. იმისთვის, რომ ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი არ განვითარდეს, რომელიც მაგალითად, ათეროსკლეროზული დაზიანებების ხელშემწყობი გახდება,
ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით, ფეხით სიარული და ცურვა ძალიან მნიშვნელოვანია
ეს პროცესები გულსისხლძარღვთა, ძვალსახსროვან, სასუნთქი სისტემისა და თითქმის ყველა ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას აწესრიგებს," - აღნიშნავს თერაპევტი და დასძენს, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფაქტი და ინსულტი საკმაოდ გაახალგაზრდავდა და 35-40 წლის ასაკის მქონე პირებშიც გავრცელებულია.
რა დაავადებების პრევენციაა შესაძლებელი საზამთროს მიღებით
რაც შეეხება კვებას, ენდოკრინოლოგიცა და თერაპევტიც ჯანსაღი პროდუქტების შერჩევას გვირჩევენ. ქეთევან ტაბატაძის თქმით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უპირველეს ყოვლისა წყალი სწორად უნდა დავლიოთ, - "აუცილებელია, წყალი კვებამდე ნახევარი საათით ადრე მივიღოთ, ხოლო ულუფაზე წყლის დამატება არ შეიძლება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დღეში ოთხჯერადი კვებაა
ასევე, კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის ყველას ვურჩევ, რომ ფიზიკური აქტივობა გაზარდოს,"- განმარტავს ექიმი და დასძენს, რომ პაციენტების იმ ნაწილს, რომელთაც დიაბეტი აწუხებთ, ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ინსულინის მიღება ნაკლები დოზით მიღება უწევს.
რაც შეეხება პროდუქტებს, ექიმის თქმით, ძალიან სასარგებლოა ზღვის პროდუქტები, მწვანილი და ბოსტნეული, რომელიც დღის რაციონში აუცილებლად უნდა მოხვდეს.
თუ გვსურს, შუახნის ასაკშიც და შემდეგაც ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, ჯანსაღად ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე უნდა დავიწყოთ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ხანდახან რთულია, გავაკონტროლოთ თავი და არ ვუთხრათ შვილებს ისეთი რაღაცები, რასაც შემდეგ ვინანებთ, მივიღოთ მათი არასწორი საქციელი და დავაფასოთ მათი კარგი ქმედებებიც.
ფსიქოლოგები გვთავაზობენ 25 ფრაზას, რომლებიც შვილებს არ უნდა ვუთხრათ:
1. "ნუ მოიწყინე/ნუ ხარ გაბრაზებული/ნუ ხარ გაგიჟებული"
ჩვენ საკუთარი გრძნობების მიმართ ხშირად უძლურები ვართ, აქედან გამომდინარე, ნუ დავაძალებთ შვილებს იმას, რაც თავადაც გვიჭირს. უნდა ვეცადოთ, ბავშვს ასეთი ფრაზები არ ვუთხრათ, რადგან მან უნდა განიცადოს, რათა შემდეგ უკეთ იგრძნოს თავი.
2. "შენ უკეთ კითხულობ, ვიდრე შენი მეგობრები!"
ნუ მივუთითებთ ბავშვს საკუთარი თავი სხვას შეადაროს, განსაკუთრებით მეგობრებს, რადგან ეს მომავალშიც ჩვევაში გადაეზრდება. უნდა ვეცადოთ, მის საკუთარ თავსა და განვითარებაზე ფოკუსირება მოვახდინოთ.
მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია
3. "შენ ხარ ჩემი უნაკლო, ანგელოზი!"
ასეთი დამოკიდებულებით ბავშვებს ვაიძულებთ, გამუდმებით ეცადონ, რომ მშობლებს და საზოგადოებას თავი მოაწონონ, საკუთარი სურვილები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კი უკანა პლანზე იწევს.
4. "რატომ არ გამოგდის შენ, თუ შენს მეგობრებს გამოსდით?"
ყველა ადამიანს აქვს დამახასიათებელი ნიჭი და შესაძლებლობები, შესაბამისად, თვითშეფასებას ნუ დაუქვეითებთ იმაზე მითითებითა და საყვედურების თქმით, რისი გაკეთებაც გარკვეულ ეტაპზე ან არ შეუძლია, რადგან ზოგი ბავშვი ნელა ვითარდება ან მონაცემები არ აქვს (მაგალითად, მუსიკალური სმენა და ა.შ).
5. "მე შენ უარს ვერაფერზე გეტყვი!"
ბავშვები უნდა მივაჩვიოთ, რომ საზოგადოებაში მოქცევისთვის გარკვეული მანერები ჩამოვუყალიბოთ და შვილებისთვის რაღაცებზე უარის თქმის არ შეგვეშინდეს.
6. "ვიცი, რომ შენი ძმისთვის შენ არ ჩაგირტყამს!"
თუ თქვენმა შვილებმა იჩხუბეს, ნუ ეცდებით რომელიმეს გამართლებას, უბრალოდ აუხსენით, რომ ეს კარგი საქციელი არ არის.
7. "გითხარი რომ ასე იქნება და მორჩა!"
არცერთ მოზარდს არ მოეწონება, რომ ვინმე ასეთი კატეგორიული ტონით ესაუბროს, თუ შვილებს რამეზე უარს ეუბნებით და ამის ერთადერთ არგუმენტად ეს ფრაზა მოგყავთ, მათზე ეს უარყოფითად აისახება და საკუთარ შვილებთანაც იმავეს გაიმეორებენ.
8. "გრცხვენოდეს საკუთარი თავის!"
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ბავშვებს, რომელთაც საკუთარი თავის რცხვენიათ, გარემოს მიმართ აგრესიული და ძალადობრივი დამოკიდებულება აქვთ.
ბულინგი სკოლებში - ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობა
9. "ჩვენი ოჯახის თაობები ასე მოდის, ამიტომ შენც ასე უნდა მოიქცე"
ის, რომ რაღაცას დიდი ხანია აკეთებთ, იმას არ ნიშნავს, რომ კარგია ან მისი გაკეთება ბავშვსაც უნდა დააძალოთ, მიეცით საშუალება მან თავად აირჩიოს, სურს თუ არა თქვენნაირად მოქცევა.
10. "სანამ აქ ცხოვრობ, ისე მოიქცევი, როგორც მე მინდა!"
ამ დროს ბავშვები სახლში თავს დაუცველად, არაკომფორტულად, უხერხულად და მარტოდ გრძნობენ, ამიტომ ასე საუბარი მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.
11. "იცოდე, არაფერს აღარ გიყიდი/არსად აღარ წაგიყვან/სადაც გინდა, იქ წადი!"
თუ ამას ეუბნებით და შემდეგ აღარ ასრულებთ, ბავშვის თვალში პატივისცემას კარგავთ. ასე შვილთან საუბარი მასთან მაინც დაგაშორებთ, ასრულებთ თუ არა მსგავს დაპირებებს.
12. "მე რასაც ვიტყვი, კანონია!"
როდესაც ბავშვი გთხოვთ, თქვენი ნათქვამი აუსხნათ, განუმარტეთ, კარეგორიული ტონი მასთან დაძაბულობას ვერ მოგიგვარებთ.
13. "ნერვებს მიშლი/მაღიზიანებ"
თქვენი შვილი თქვენს ემოციებზე პასუხისმგებელი არ არის, მისთვის ამ ფრაზის მუდმივად გამეორებით კი აჩვევთ, სხვების ემოციებზე მუდმივად იფიქრონ, რაც საკუთარი თავის იგნორირების საფრთხეს შეიცავს.
14. "ახლა რაღა გინდა? რამე ხომ არ გჭირდება? რაში დაგეხმარო? მოდი, მაგას მე გავაკეთებ."
მიაჩვიეთ შვილები, რაღაცები თავად აკეთონ, თავად მოიწესრიგონ თავი, მათ მაგივრად ყველაფერს თქვენ ნუ გააკეთებთ, რათა დამოუკიდებელ ადამიანებად გაიზარდონ და მომავალში საკუთარი თავის მოვლა შეძლონ.
15. "მართლა ბავშვივით ნუ იქცევი!"
თუ ბავშვს რამის ეშინია, სტკივა, განიცდის, წუხს, დააცადეთ, გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, მსგავსი ფრაზებით მის დათრგუნვას ნუ შეეცდებით.
16. "სწრაფად!"
ეს ფრაზა ძალიან გავრცელებულია, თუმცა არაეფექტური. ეს თქვენს შვილებს რაღაცის სწრაფად გაკეთებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ამით მას სტრესულ მდგომარეობაში აყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საშინაო დავალების სწრაფად შესრულებას აიძულებთ.
17. "კარგად ხარ!"
თქვენ არ იცით ბავშვის განცდების შესახებ, ამიტომ მიეცით საშუალება მან თავისი გრძნობები გამოხატოს.
18. "დამშვიდდი, ეს არაფერი არ არის/არაფერს არ ნიშნავს!"
ამით მას პასუხისმგებლობის გრძნობისგან ათავისუფლებთ, რადგან ის რასაც იმ მომენტში განიცდის, შესაძლოა, თქვენთვის არაფერია, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მიეცით საშუალება პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
19. "ნუ ტირი/გაჩუმდი!"
ბავშვებს მექანიკურ არსებებად ნუ გადააქცევთ, ემოციების გამოხატვის საშუალება მიეცით.
20. "იცოდე შეჭამე, სასარგებლოა!"
ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ჯანსაღი საკვების შვილებისთვის ასე შეთავაზება მათ მიმართ სწრაფი კვების ობიექტებისკენ სწრაფვას იწვევს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ სასარგებლო საკვები უგემურია.
21. "ამას ვერ შევჭამ, წონაში უნდა დავიკლო."
როდესაც შვილებს ამას ეუბნებით, მათ საკუთარი თავის მიუღებლობის მაგალითს უჩვენებთ, რაც ბავშვის ხასიათსა და ქცევაზეც აისახება.
22. "იცოდე, ბევრი ნაყინის ჭამა გაგასუქებს."
აჯობებს ბედნიერებასა და ჯანმრთელობაზე ფოკუსირდეთ, ვიდრე გარეგნობაზე, რადგან ბავშვები სწორედ ისეთები არიან ლამაზები, როგორც გამოიყურებიან.
23. "კარგია, რომ დღეს ერთი მაღალი ქულა მიიღე, იმიტომ რომ ხვალ ორსაც მიიღებ!"
აღნიშნეთ მისი წარმატება და ნუ სთხოვთ, რომ მეტი გააკეთოს.
24. "დღეს რა კარგად იქცევი, არ შეგიძლია სულ ასე მოქცევა?"
თუ კარგად იქცევა ან საშიანო დავალებას კარგად ასრულებს, აღნიშნეთ და ნეგატიურ ფაქტებს ნუ გაიხსენეთ.
25. "ხანდახან მშობლები შვილებს კარგი რაღაცების კეთებას აძალებენ, მათი ქცევები კი აბსოლუტურად სხვანაირია," - წერს ანა ფრანკი.
მშობლები შვილებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ, თუმცა ხანდახან მათი ცხოვრების დაგეგმვაში საკუთარი თავი გვავიწყდება. როდესაც შვილები ხედავენ, რომ მშობლები საკუთარ თავებს პატივს სცემენ, ისინიც ანალოგიურად იქცევიან.
მიიღეთ საკუთარი შვილები ისეთები, როგორებიც არიან, რადგან მათაც აქვს გრძნობები და განცდები, ისევე როგორც თქვენ.
მომზადებულია I Heart Intelligence-ს მიხედვით.
მკითხველის კომენტარები
(0)