
ტიბეტელი ბერი, მატიო რიკარი მეცნიერებმა ყველაზე ბედნიერ მამაკაცად აღიარეს. თუმცა, როგორც ჩანს, მის ყოვლისმომცველ ბედნიერებას სწორედ ეს ზედმეტსახელი ჩრდილავს.
"მე უფრო ბედნიერ ბერებსაც ვიცნობ"- ამბობს წარმოშობით ფრანგი რიკარი და საკუთარ ზედმეტსახელს აბსურდს უწოდებს.
70 წლის ტიბეტელ ბერს ზედმეტსახელი მეცნიერებმა მედიტაციისა და თანაგრძნობის 12-წლიან კვლევაში მონაწილეობის მიღების შემდეგ შეარქვეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, იგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დალაი ლამასგან განმარტოების უფლება მოითხოვა, თუმცა, სულიერი ლიდერისგან უარი მიიღო.
"თუ ხალხს სჭირდება რომ უბედნიერესი მამაკაცი იყო, იყავი კიდეც"- უთხრა დალაი ლამამ და აღნიშნა, რომ რიკარი მსოფლიოს სჭირდება.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი, მდიდარი, ჯანმრთელი და დაცული ქვეყნები
დასკვნამდე, რომ მატიო რიკარი უბედნიერესი მამაკაცია, ნეირობიოლოგი რიჩარდ დევიდსონი მივიდა. მან ტიბეტელ ბერს 256 სენსორი მიამაგრა და ტვინის აქტივობას კომპიუტერის მეშვეობით დააკვირდა. მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მატიო რიკარის ტვინი გამა ტალღებს აწარმოებდა, რომელიც პასუხს აგებს ცნობიერებაზე, ყურადღებაზე, სწავლისუნარიანობასა და მეხსიერებაზე.
"სკანერებმა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს წინა ნაწილში გადაჭარბებული აქტივობა აჩვენა, რომელიც მის მარჯვენა ანალოგს კონკურენციას უწევს, ადამიანს ბედნიერების განცდის არანორმალურად დიდ შესაძლებლობას აძლევს და ნეგატიური გრძნობებისკენ მიდრეკილებას თრგუნავს"- განმარტმა რიჩარდ დევიდსონმა.
ექვსსაათიანი სამუშაო გრაფიკი ადამიანის პროდუქტიულობას ზრდის და მას უფრო ბედნიერს ხდის
კითხვაზე როგორ შეუძლიათ სხვებს მიაღწიონ ბედნიერებას, რიკარმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა კეთილგანწყობა და ალტრუიზმია. ბერის რჩევით, ყველა ადამიანმა ვისაც ბედნიერების განცდა სურს, ყოველდღიურად 15 წუთის განმავლობაში გონება ბედნიერი ფიქრების დახმარებით უნდა ავარჯიშოს.
მატიო რიკარმა ბედნიერების პირველი მტერიც დაასახელა და მას კონკურენცია უწოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტიბეტელი ბერი, მატიო რიკარი მეცნიერებმა ყველაზე ბედნიერ მამაკაცად აღიარეს. თუმცა, როგორც ჩანს, მის ყოვლისმომცველ ბედნიერებას სწორედ ეს ზედმეტსახელი ჩრდილავს.
"მე უფრო ბედნიერ ბერებსაც ვიცნობ"- ამბობს წარმოშობით ფრანგი რიკარი და საკუთარ ზედმეტსახელს აბსურდს უწოდებს.
70 წლის ტიბეტელ ბერს ზედმეტსახელი მეცნიერებმა მედიტაციისა და თანაგრძნობის 12-წლიან კვლევაში მონაწილეობის მიღების შემდეგ შეარქვეს.
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, იგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ დალაი ლამასგან განმარტოების უფლება მოითხოვა, თუმცა, სულიერი ლიდერისგან უარი მიიღო.
"თუ ხალხს სჭირდება რომ უბედნიერესი მამაკაცი იყო, იყავი კიდეც"- უთხრა დალაი ლამამ და აღნიშნა, რომ რიკარი მსოფლიოს სჭირდება.
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი, მდიდარი, ჯანმრთელი და დაცული ქვეყნები
დასკვნამდე, რომ მატიო რიკარი უბედნიერესი მამაკაცია, ნეირობიოლოგი რიჩარდ დევიდსონი მივიდა. მან ტიბეტელ ბერს 256 სენსორი მიამაგრა და ტვინის აქტივობას კომპიუტერის მეშვეობით დააკვირდა. მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ მატიო რიკარის ტვინი გამა ტალღებს აწარმოებდა, რომელიც პასუხს აგებს ცნობიერებაზე, ყურადღებაზე, სწავლისუნარიანობასა და მეხსიერებაზე.
"სკანერებმა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს წინა ნაწილში გადაჭარბებული აქტივობა აჩვენა, რომელიც მის მარჯვენა ანალოგს კონკურენციას უწევს, ადამიანს ბედნიერების განცდის არანორმალურად დიდ შესაძლებლობას აძლევს და ნეგატიური გრძნობებისკენ მიდრეკილებას თრგუნავს"- განმარტმა რიჩარდ დევიდსონმა.
ექვსსაათიანი სამუშაო გრაფიკი ადამიანის პროდუქტიულობას ზრდის და მას უფრო ბედნიერს ხდის
კითხვაზე როგორ შეუძლიათ სხვებს მიაღწიონ ბედნიერებას, რიკარმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა კეთილგანწყობა და ალტრუიზმია. ბერის რჩევით, ყველა ადამიანმა ვისაც ბედნიერების განცდა სურს, ყოველდღიურად 15 წუთის განმავლობაში გონება ბედნიერი ფიქრების დახმარებით უნდა ავარჯიშოს.
მატიო რიკარმა ბედნიერების პირველი მტერიც დაასახელა და მას კონკურენცია უწოდა.
მკითხველის კომენტარები
(3)
ქართველად,რომ დაიბადები უკვე ბედნიერი ხარ.
რატომ აქვს ამ ბერს-ბედნიერს, ასეთი სევდიანი თვალები?