
ეხმარება თუ არა ბრბოს ფსიქოლოგიის შესწავლა სამართალდამცველებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში?
ბრბოს ფსიქოლოგია საკმაოდ კომპლექსური საკითხია, ამიტომ ხელაღებით იმის თქმა, რომ ბრბო ადვილად შეიძლება გახდეს აგრესიული- გაუმართლებელია. მსგავსი აღქმა საშიშია არა მხოლოდ იმის გამო, რომ მცდარია, არამედ იმიტომ, რომ, შესაძლოა, მართალი აღმოჩნდეს -საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისას იმ იდეით ხელმძღვანელობა, რომ ბრბო აგრესიულია, მათ პროვოცირებამდე მიგვიყვანს.
აღნიშნულ მოსაზრებას სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორი სტივ რაიხერიც იზიარებს.
ფსიქოლოგები ბრბოს განსხვავებულ კატეგორიას გამოყოფენ და მათი კონტროლის განსხვავებულ მეთოდებს ასახელებენ.
რა თქმა უნდა, ბრბოს მეამბოხე ტიპიც გვხდება. განსაკუთრებული აგრესიუულობით სპორტული გულშემატკივრები გამოირჩევიან. არეულობა შეინიშნება პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და მიტინგებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად მშვიდობიანად იწყება. შეიძლება სპონტანური არეულობების მოწმეებიც გავხდეთ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ არეულობები შემთხვევითი არ არის და არ შეიძლება ეს მხოლოდ ბრბოს ფსიქოლოგიას მივაწეროთ.
"ის რომ ჩვენ ბრბოსთან მიმართებით პათოლოგიური მდგომარეობის ტერმინებს ვიყენებთ, თავად აზრი, რომ ბრბოში ადამიანები მხეცებს ემსგავსებიან, არ გვაძლევს მათი ქმედების რეალური ბუნების გააზრების საშუალებას"-განმარტავს კლიფორდ სტოტი.
ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანთა მასა სიმშვიდეს ინარჩუნებს, პროვოკაციების მიუხედავადაც კი, ამის საუკეთესო მაგალითი გასული საუკუნის 50-იანი-60-იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების ადამიანის უფლებების დაცვის მოძრაობაა.
რა შეიძლება მივიჩნიოთ ბრბოდ ?
შევადაროთ სიტუაციები: თქვენ ზიხართ გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ან იმყოფებით ხალხით სავსე მატარებელში. პირველ შემთხვევაში თქვენ ერთობით, მეორე შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ თქვენთვის სასიამოვნო მდგომარეობაა შექმნილი.
საქმე ისაა, რომ მატარებლის მგზავრებს შორის არანაირი ფსიქოლოგიური კავშირი არ არსებობს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მატარებელი გვიბაბში გაიჭედა და მემანქანემ გამოაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, შეყოვნება მოუწევთ.
რა ხდება ამ დროს? ადამიანები იწყებენ ერთმანეთთან უერთიერთობას და სავსებით შესაძლებელია, რომ ერთმანეთს საკვებიც გაუზიარონ .
ემოციურმა კავშირმა შესაძლოა, ჩვენზე სრულად განსხვავებული ზეგავლენა იქონიოს.
ბრბოს ფსიქოლოგიის შესწავლას ბევრი დადებითი მხარე აქვს. პირველ რიგში, ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების კონტროლს ამარტივებს.
ბევრ ქვეყანაში ახლაც შეხვდებით "შეკავების" მეთოდს, რომლის დროსაც სამართალდამცველები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ და გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. აღნიშნული მეთოდი კანონიერად მიიჩნევა, მაგრამ კანონიერების მიუხედავად, ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ შეზღუდული სივრცე ერთიანობის გრძნობას ამძაფრებს. დემონსტრანტები იწყებენ ფიქრს, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და, შესაბამისად, პოლიციისთვის წინააღმეგობის გაწევის მოწოდებები, სულ უფრო, პოპულარული ხდება.
ბრბოს ფსიქოლოგიის პროფესორი კლიფორდ სტოტი მიიჩნევს, რომ პოლიცია მშვიდობიან და კანონიერ აქციაზე შეკრებილებს უნდა ეხმარებოდეს და არა პირიქით. შესაბამისად, ისინი მშვიდობიან დემონსტრანებზე უნდა კონცენტრირდნენ და მათ კონსტრუქციული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმარონ.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით