02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შეუძლია თუ არა შიმშილს შრომისუნარიანობის ამაღლება | Allnews.Ge

შეუძლია თუ არა შიმშილს შრომისუნარიანობის ამაღლება

სან-ფრანცისკოელი ბიოჰაკერები 60 საათით საკვებზე უარს ამბობენ, რათა საკუთარი შრომის ეფექტურობა გაზარდონ. პერიოდული შიმშილობა საკუთარი წონის კონტროლის პოპულარული საშუალებაა, მაგრამ მოქმედებს თუ არა ის შრომისუნარიანობაზე? ამის გაგებას BBC Capital-ის კორესპონდენტი შეეცადა.

შიმშილობის ძველი პრაქტიკა ცოტახნის წინ ისევ გახდა მოდური სხვადასხვა დიეტების გამო. კვლევები ადასტურებს, რომ კალორიების მოხმარების შემცირებას შეუძლია ხანგრძლივი დადებითი გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე, განწყობის ამაღლებისა და უფრო მშვიდი ძილის სახით. მაგრამ კალიფორნიელი ტექნიკური სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ იმ დღეებში, როდესაც ადამიანები საკვებზე უარს ამბობენ, მათი შრომისუნარიანობა იზრდება.

სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, შიმშილობის სხვადასხვა ფორმებს ადამიანის ორგანიზმზე ძლიერი დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ.

საკვების მიღების დროებითი შეზღუდვა იწვევს ცვლილებებს უჯრედების დონეზე და მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის ბევრ პროცესზე - აუმჯობესებს თავის ტვინის კვებას და სტრესის მიმართ ორგანიზმის მდგრადობას ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ შრომისუნარიანობაზე დიეტების დადებითი გავლენის დოკუმენტური დადასტურება არაა, შიმშილობის არაერთი მიმდევარი აცხადებს, რომ საკვებზე უარის თქმის პერიოდებში მათი ყურადღების კონცენტრაციის დონე მკვეთრად მატულობს.

ენერგიის არა საკვებში მდებარე ნახშირწყლებიდან, არამედ ორგანიზმში დაგროვებული ცხიმის დაყოფის შედეგად მიღების პროცესში, ადამიანი თავს უფრო კარგად გრძნობს, - ამბობს სან-ფრანცისკოს გლედსტოუნის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორ ერიკ ვერდინი. ამ პროცესს კეტოზი ეწოდება.

როგორ ვებრძოლოთ საკვებზე უარის თქმის შემთხვევაში შიმშილის გრძნობას და გამაღიზიანებლობას? მართალია, თავიდან ეს საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში ორგანიზმი ამას მიეჩვევა.

"როდესაც ადამიანი, რომელსაც მანამდე არასდროს უთქვამს უარი საკვებზე, იწყებს შიმშილობას, თავბრუსხვევის და დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნებები არაა გამორიცხული. მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ცვლილება ნივთიერების ცვლის პროცესში და ორგანიზმი ამას ეჩვევა. ჩვენი აზრით, ადაპტაციის შედეგად ადამიანი შიმშილობაზე უფრო კომფორტულად რეაგირებს. მეოთხე ან მეხუთე ჯერზე ადამიანები თავს უფრო კარგად გრძნობენ, ვიდრე პრაქტიკის დაწყებამდე", - ამბობს ვერდინი.