19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

12 ჩვევა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის | Allnews.Ge

12 ჩვევა, რომელიც თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

დეპრესიას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს - საყვარელი ადამიანის დაღუპვა, სამსახურის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, თუმცა ის თქვენმა ყოველდღიურმა და შეუმჩნეველმა ჩვევებმაც შეიძლება გამოიწვიოს.

  1. წელში მოხრილი დადიხართ

კვლევების თანახმად, ადამიანები, რომელთაც სიარულის დროს მხრები მოხრილი აქვთ,  ნეგატიურ განწყობაზე არიან.

როდესაც წელში მოხრილი დადიხართ, უფრო სტრესულ საკითხებზე ფიქრობთ, ამიტომ გასწორდით და თქვენი პოზიტიური და ძლიერი მხარე ყველას დაანახეთ.

  1. ყველაფერს ფოტოს უღებთ

ჟურნალ Psychological Science-ს მკვლევარებმა ეს ფაქტი გამოიკვლიეს და ჩაატარეს ცდა. მათ ცდის პირები მუზეუმში წაიყვანეს, სადაც ისინი ნანახ საგნებს ფოტოებს უღებდნენ. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მკვლევარებმა ცდის პირებს სთხოვეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცდის პირები მუზეუმში ფოტოების გადაღებით გაერთნენ და ექსპონატები თითქმის არ დაუთვალიერებიათ.

უმჯობესია, თუნდაც ხელოვნებისგან სიამოვნება მივიღოთ, რაც ჩვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრებაზე დადებითად აისახება, ვიდრე ფოტოების საშუალებით საზოგადოებას ჩვენი სოციალური სტატუსი ვაჩვენოთ.

  1. დაცინვა თქვენს თვითშეფასებაზე აისახება

ადამიანები ერთმანეთს სკოლის დამთავრების შემდეგაც დასცინიან. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 54 მილიონი დასაქმებული ანუ დაახლოებით 35% ბულინგის მსხვერპლია, რაც მათ კარიერაზე უარყოფითად აისახება.

თუ მსგავსი ფაქტები თქვენს თვითშეფასებაზე უარყოფითად აისახება და სტრესს განიცდით, უმჯობესია ფსიქოლოგს მიაკითხოთ, რომელიც გარკვეული დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

  1. არ ვარჯიშობთ

თუ კვირაში სამჯერ ფიზიკური აქტივობით დავკავდებით, დეპრესიის რისკი 9%-ით შემცირდება. ლონფონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევარებმა ფიზიკურ აქტივობასა და დეპრესიას შორის პირდაპირი კორელაცია იპოვნეს. ადამიანები, რომლებიც არ ვარჯიშობდნენ უფრო დეპრესიულები იყვნენ, ვიდრე ისინი ვინც ფიზიკური აქტივობით მუდმივად იყო დაკავებული.

  1. საქმის გაკეთებისას ყოვნდებით

კონცენტრირდით ზუსტად იმაზე, რასაც აკეთებ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საქმე მოსაწყენია, ცხადია, ამისი აღკვეთა რთულია, თუმცა თქვენივე მოსაგვარებელი საქმის თავიდან აცილება თქვენვე გაზიანებთ.

სანამ საქმეს დაიწყებდეთ, 5 წუთი თქვენს თავს დაუთმეთ. მუსიკას მოუსმინეთ, განიტვირთეთ, გაიარ-გამოიარეთ და შემდეგ ამოცანის შესრულება დაიწყეთ.

  1. მოუგვარებელი ურთიერთობები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პარტნიორისგან მუდმივად დაბალ შეფასებას ისმენთ და ეს თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ასეთი ურთიერთობისგან უნდა გათავისუფლდეთ.

თავდაპირველად მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, შემდეგ კი ყველა პატივისცემით მოგექცევათ, ხოლო თუ თქვენი პარტნიორი იმავეს განაგრძობს, დაფიქრდით და თქვენს ცხოვრებაში რამე შეცვალეთ.

  1. ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად აღიქვამთ

ხშირად გაიღიმეთ, გაისეირნეთ, მუსიკას მოუსმინეთ. ეს მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ყველაფრის სერიოზულად და სტრესულად აღქმა კი თქვენზ უარყოფითად აისახება.

  1. ძილს საკმარის დროს არ უთმობთ

ძილი ზეგავლენას ყველაფერზე ახდენს: ემოციურ და მენტალურ შესაძლებლობებზე, ჯანმრთელობაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, ფიზიკურ აქტივობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სრულფასოვან ძილს გადატვირთული რეჟიმის გამო ვერ ახერხებთ, ეცადეთ, დასვენებას დღის განმავლობაში ცოტა მეტი დრო დაუთმოთ.

  1. მარტო არასოდეს რჩებით

ბავშვები, ქმარი ან ცოლი, სამსახური და სხვა აქტივობები მარტო დარჩენის დროს არ გიტოვებთ (აბაზანაში ყოფნა არ ითვლება). ფსიქოლოგების თქმით, მენტალური ჯანმრთელობისთვის დღეში 10 წუთით მარტო დარჩენა აუცილებელია.

გამონახეთ რამდენიმე წუთი საკუთარი თავისთვის, რობოტი არ ხართ.

  1. არავის ელაპარაკებით

სოციალურ ქსელში მუდმივად აქტიურობთ, ყველას მისი საშუალებით ეკონტაქტებით, თუმცა საუბრისთვის დრო არავისთან გრჩებათ, ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ყველას სჭირდება, რომ ემოციები გამოხატოს, ჩვენ კი ამას სამსახურის, ბავშვებისა თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ვახერხებთ.

დასვენების დღეებში მეგობრებთან სასაუბროდ რამდენიმე საათს თუ გამოვნახავთ და ცოტა ხნით სოციალურ ქსელს დავივიწყებთ, ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება.

  1. ტელეფონის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ

გახსოვთ თუ არა ბოლოს როდის იყავით ტელეფონის გარეშე? ალბათ არა. ჩვენს გონებასა და სხეულს ელექტრონული მოწყობილობებისგან არასდროს ვასვენებთ, რაც დეპრესიას იწვევს.

  1. ცხოვრება გადატვირთულ რეჟიმში გიწევთ

ეს ჩვენი ბრალი არ არის, რადგან ცხოვრების სტილი უკვე ასეთია, ვსადილობთ სამუშაო მაგიდასთან, ტელევიზორის ყურებისას Facebook-ზე სიახლეებს ვათვალიერებთ.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთით ტელეფონი უნდა გადავდოთ, ტელევიზორი გამოვრთოთ და ყურადღება საკუთარ თავსა და ცხოვრებასაც მივაქციოთ.

 

მომზადებულია Times-ის მიხედვით.