როგორი პენსიები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
არსებობს ქვეყნები, სადაც დიდი სიამოვნებით დაბერდებოდით და ავადმყოფობის შემთხვევაში უსახსრობის გამო ექიმთან მისვლისგან თავს არ შეიკავებდით.
მაგალითად, ავსტრალიაში, 2015 წლის მონაცემებით, მაღალი პენსიის მიუხედავად, ადამიანები ცდილობენ, 70 წლის ასაკამდე იყვნენ დასაქმებულები. ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან იწყება და პენსიის რაოდენობაც ყოველ ორ წელიწადში კვალიფიკაციის მიხედვით იზრდება.
65 წელს გადაცილებულ ავსტრალიელ წყვილს კვირაში 577$ დოლარი აქვთ, ხოლო მარტოხელას პენსია კვირაში 383$-ია.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქე პენსიაზე 66 წლის ასაკიდან გადის და კვირაში 139,60$ ენიშნება.
გერმანიაში საპენსიო ასაკი 67 წლიდან იწყება. თუ ქალს შვილები ჰყავს და ამის გამო ვერ ახერხებს გარკვეული პერიოდით დასაქმებას, მას სახელმწიფო ეხმარება. ქალის შემთხვევაში გერმანიის აღმოსავლეთ შტატებში პენსია 1 235$-ია, ხოლო დასავლეთ შტატებში 1 112$-ია. რაც შეეხება მამაკაცის პენსიას, აღმოსავლეთში 1 170$-ია, ხოლო დასავლეთში - 1 118$.
კანადაში პენსიაზე გასული მოქალაქეები 65 წლის ასაკიდან კვირაში 130$-ის მფლობელები არიან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პენსიას 1960 წელს დაბადებულები 67 წლის ასაკში აიღებენ, ჩვეულებრივი საპენსიო ასაკი კი 62 წლიდანაა და მოქალაქე კვირაში 266$ დოლარს და თვეში 1 000$-ს იღებს.
იაპონიაში პენსიაზე 65 წლის ასაკში გადიან და თვეში 4 830$-ს იღებენ, რაც წელიწადში დაახლოებით 29 410 დოლარს უდრის.
სკანდინავიის ქვეყნებში საპენსიო ასაკი 62 წლიდან იწყება, თუმცა მოქალაქეებს შეუძლიათ იმუშაონ. 67 წლის ასაკში კი თითქმის ყველა ხანშიშესული პირი პენსიაზე გასვლას არჩევს. შვედეთსა და ნორვეგიაში პენსია ხელფასის 50%-ია.
თურქეთის მოქალაქეები პენსიაზე 58-65 წლის ასაკში გადიან, მაგრამ სურვილის მიხედვით, ამის გაკეთება 45 წლის ასაკშიც შესაძლებელია. პენსიონერები თურქეთში კვირაში 12$-ს იღებენ.
მომზადებულია The Guardian-ისა და ABC News-ის მიხედვით.