17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

10 ყოველდღიური ნივთი, რომელიც უნიტაზზე უფრო ბინძურია | Allnews.Ge

10 ყოველდღიური ნივთი, რომელიც უნიტაზზე უფრო ბინძურია

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ყველაზე მეტი ბაქტერია საპირფარეშიში ან აბაზანაშია, თუმცა ცდებით, რადგან მათი გავრცელების ყველაზე დიდი არეალი ის ნივთებია, რომელთა გარეშეც 10 წუთიც ვერ ვჩერდებით.

Good House Keeping გვთავაზობს 10 ნივთი, რომელიც უნიტაზზე უფრო ბინძურია:

1. მობლური ტელეფონი

როდესაც თქვენს სმარტფონს სახეზე მიიდებთ, გაიხსენეთ, რომ მასზე მილიონობით მიკრობი ცხოვრობს. როგორ დავხოცოთ ისინი? ტელეფონი ყოველდღიურად სპირტის შემცველი სველი ხელსახოცით ან  ნაჭრით გაწმინდეთ.

ქართველი ფიზიკოსის რჩევები მობილური ტელეფონების მფლობელებს

2. სამუშაო მაგიდა

ის უნიტაზის დასაჯდომზე 100-ჯერ მეტი მიკრობის ბუდეა, ამიტომ სამუშაო მაგიდის გაწმენდა კვირაში ერთხელ სადეზინფექციო საშუალებით უნდა მოხდეს.

3. ლიფტის ღილაკები

უნიტაზთან შედარებით, მასზე 40-ჯერ მეტი ბაქტერია ცხოვრობს, რადგან ყოველდღიურად უამრავი ადამიანის თითები ეხება.

ღილაკზე დაჭერისას უმჯობესია, ხელთათმანები გეკეთოთ.

4. პროდუქტების საჭრელი დაფა

მასზე უამრავ პროდუქტს ვჭრით და შემდეგ, სათანადოდ ვერ ვასუფთავებთ, ამიტომ ბაქტერიებისა და მიკრობების გასანადგურებლად სადეზინფექციო სარეცხი საშუალებები გამოიყენეთ.

5. ბავშვების სავარძელი ავტომობილში

როგორც წესი, მას დღის განმავლობაში ხშირად იყენებთ. როგორ გავასუფთავოთ ბავშვების სავარძელი? წაიკითხეთ გაწმენდის ინსტრუქცია, რომლსაც მისი დამამზადებელი კომპანია იძლევა.

6. ხალიჩა

ხალიჩის სუფთად შესანარჩუნებლად, ყოველკვირა მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

7. ჩანთა

მასში ყოველთვის ყველაზე საჭირო ნივთები გვიწყვია და არ ვფიქრობთ, რომ ისინი შესაძლოა დიდი რაოდენობით ბაქტერიებს ატარებდნენ.

ჩანთის გასაწმენდად გამოიყენეთ თბილი წყალი და "რბილი" სარეცხი საშუალება.

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი ბაქტერია აღმოაჩინეს

8. ფული

კვლევების თანახმად, ფულზე 3 000-ზე მეტი ბაქტერია ცხოვრობს, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდი ჯერ არ მოუფიქრებიათ!

9. კლავიატურა

თქვენი თითები მას ყოველდღიურად ეხება. ხშირად კომპიუტერთან ვიკვებებით და მასზე საჭმლის ნარჩენები იყრება.

კლავიატურის გასაწმენდად ალკოჰოლის შემცველი სველი ხელსახოცი ან ნაჭერი გამოიყენეთ.

თბილისის ყველაზე დაბინძურებული და ხმაურიანი ადგილები

10. სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული ყინული

ცხადია, სწრაფი კვების ყველა ობიექტში ერთი და იგივე ვითარება არ არის, თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნული ობიექტების ყინული უნიტაზის წყალზე მეტ ბაქტერიას შეიცავს!

გირჩევთ, რომ თქვენს სასმელს ყინული არ დაამატოთ.