02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პროფესიები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის | Allnews.Ge

პროფესიები, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

ზოგიერთი სამუშაო ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად საზიანოა, ვიდრე ვაცნობიერებთ. მაგალითად, ექთანმა, რომელსაც ადვოკტთან შედარებით თითქოს, უფრო მსუბუქი სამუშაო აქვს, შესაძლოა ისეთი ინფექცია ან დაავადება გადაიტანოს, რაც მის ორგანიზმზე სამუდამოდ აისახება.

ყველაზე სახიფათო პროფესიებისა და სამსახურების დასადგენად ჩატარებულ კვლევაში, 974 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობდა. შედეგად, ჯანმრთელობისთვის სახიფათო 10 სამსახური გამოვლინდა, რომლებიც შკალაზე შეფასდა:

1. სტომატოლოგი, ქირურგი-სტომატოლოგი, სტომატოლოგის ასისტენტი

ისინი პაციენტებს სინჯავენ, სვამენ დიაგნოზს, მკურნალობენ დაავადებებს, დაზიანებებს, კბილებისა და ღრძილების გაჯანსაღებაზე ზრუნავენ.

  • საქმის შესრულების დროს ისინი სხვადასხვა ბაქტერიის, მომწამვლელი ინფექციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან - 84;
  • ზოგიერთი ორალური დაავადება გადამდებია, შესაბამისად, ისინი ბოლომდე დაცულები ვერ არიან - 75;
  • ცხოვრების ძირითად დროს ჯდომით მდგომარეობაში ატარებენ, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა - 67.

2. სტიუარდესა

მგზავრებს უსაფრთხოების წესების დაცვაში ეხმარება და ცდილობს, რომ ფრენის დროს მათ თავი კომფორტულად აგრძნობინოს.

  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე - 88;
  • დაავადებებისა და ინფექციების გავრცელების საფრთხე -- 77;
  • მცირე დამწვრობებისა და სხეულის სხვა მცირე დაზიანებების საფრთხე - 69.

3. ანესთეზიოლოგები

უკეთებენ ანესთეზიას პაციენტებს, ოპერაციის დროს პაციენტის მდგომარეობას აკონტროლებენ და პოსტ-ოპერაციის პერიოდს აკვიდებიან.

  • დაავადებებისა და ინფექციების რისკი - 94;
  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე - 80;
  • რადიოაქტიური გამოსხივება - 74.

4. ვეტერინარი

სვამენ დიაგნოზს, მკურნალობენ ცხოველებს, ატარებენ ოპერაციებს, აკეთებენ ანალიზებს, ახდენენ თავიანთი პაციენტების რეაბილიტირებას.

  • დაავადებებისა და ინფექციის გადადების საფრთხე - 81;
  • კბენის, დამწვრობის მიღების ან განაკაწრების საფრთხე - 75;
  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე- 74.

5. ექიმი-ორთოპედი

სვამს დიაგნოზს ადამიანის ტერფის დაავადებების შესახებ და პაციენტს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

  • დაავადებებისა და ინფექციების საფრთხე- 87;
  • რადიოაქტიური გამოსხივება - 69;
  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე- 67.

6. საბაჟოს ინსპექტორი

იძიებენ მოქალაქეების გადაადგილების მიზეზებსა და მათ მიერ გადასატანი ნივთების რაობას. მოეთხოვებათ, რომ საბაჟოზე არსებული ნორმები მკაცრად დაიცვან.

  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე: 78;
  • დაავადებებისა და ინფექციების საფრთხე - 63;
  • რადიოაქტიური გამოსხივება - 62.

7. ჰისტოლოგები

ქმნიან ჰისტოლოგიურ დანადგარებს, რათა მოხდეს მიკროსკოპული შემოწმება და დიაგნოზის დასმა.

  • სახიფათო პირობებში მუშაობისას გამოსხივების საფრთხე - 88;
  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე - 76;
  • დაავადებებისა და ინფექციის გავრცელების საფრთხე - 75.

8. წყალგაყვანილობისა და სარწყავი სისტემების სპეციალისტი

ამოწმებს და აკონტროლებს წყალგაყვანილობას. ამოწმებს წყლის სისუფთავეს, თუმცა წყალი მიკრობების ერთ-ერთი გადამტანია.

  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე:97;
  • სახიფათო პირობებში მუშაობა: 80;
  • სხეულის მცირე დაზიანების მიღების საფრთხე- 74.

9. სადგურის ინჟინერი

სადგურზე ინჟინრები როგორც წესი ტექნიკურ გამართულობასა და აღჭურვილობაზე ზრუნავენ, თუმცა მათი საქმიანობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

  • მომწამვლელი ნივთიერებების საფრთხე - 99;
  • სახიფათო პირობებში მუშაობა - 89;
  • სხეულის მცირე დაზიანების მიღების საფრთხე - 84.

10. ქირურგები, მათი ასისტენტები

ისინი აკეთებენ ოპერაციებს ან მონაწილებას იღებენ ამ პროცესში, ცდილობენ, პაციენტის სიცოცხლე ისხნან.

  • დაავადებებისა და ინფექციის გავრცელების საფრთხე - 88;
  • მომწამვლელი ნივთიერებების გავრცელების საფრთხე - 80;
  • სახიფათო პირობებში მუშაობა - 69.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.