31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
29.11.2016 / 10:11
შრიფტის ზომა:

გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები

გულის კუნთს სისხლით კორონარული არტერიები ამარაგებს. როდესაც კორონარულ არტერიებში თრომბი ჩნდება და სისხლის მიმოქცევა წყდება, პაციენტს ეწყება ძლიერი ტკივილი გულის არეში.

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, გულის კუნთსაც გამუდმებით სჭირდება ჟანგბადი. მისი დეფიციტის დროს გულის კუნთის უჯრედები ზიანდება, რაც ტკივილისა და ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. თუ გულის მკვებავ კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა არ აღდგა, გულის კუნთის უჯრედები იღუპებიან და გულის კუნთში ნაწიბური წარმოიქმნება, რომელიც არა კუნთოვანი, არამედ შემაერთებელქსოვილოვანი აგებულებისაა. გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების მკვეთრი უკმარისობა შესაძლოა გულის რეგულარული რიტმის დარღვევის ანუ არითმიის მიზეზადაც იქცეს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი არითმია საბედისწეროც აღმოჩნდეს.

რა ხდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მიოკარდიუმის ინფარქტი არის იმ პროცესის საბოლოო სტადია, რომელიც, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ წუთს გულის კუნთის სულ უფრო მეტი ნაწილი განიცდის სისხლის დეფიციტს, რის გამოც ზიანდება და კვდება. თუ გულის სისხლით მომარაგება დროულად აღდგა, დაზიანება შესაძლოა მინიმალური იყოს ან საერთოდ ავიცილოთ თავიდან.

წლების წინათ მიოკარდიუმის ინფარქტი ხშირად სრულდებოდა სიკვდილით.

დღეს, მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდებისა და გულის შეტევის სიმპტომთა მნიშვნელობის განმარტების წყალობით, პაციენტთა უმრავლესობა გულის შეტევის შემდეგ სიცოცხლეს ინარჩუნებს. ცხოვრების წესს - კვების ხასიათს, ფიზიკური ვარჯიშის ინტენსივობას, სტრესულ ფაქტორებს - დიდი მნიშვნელობა აქვს გულის შეტევის შემდეგ პაციენტის გამოჯანმრთელებისთვის.

გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • მოჭერის, ზეწოლის ან შებოჭვის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რაც რამდენიმე წუთს გრძელდება;
  • ტკივილი, რომელიც გულმკერდიდან ვრცელდება ბეჭების, მხრების, ზურგის, ზოგ შემთხვევაში - ქვედა ყბისა და კბილებისკენ;
  • გულში ტკივილის ეპიზოდების გახშირება;
  • გახანგრძლივებული ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
  • ქოშინი;
  • ოფლიანობა;
  • სიკვდილის შიში;
  • გულის წასვლის შეგრძნება;
  • გულისრევა და ღებინება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ქალებში გულის შეტევა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომებით წარიმართოს. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გარდა, მოსალოდნელია:

  • მუცლის ტკივილი ან გულძმარვა;
  • ცივი ოფლი;
  • თავბრუხვევა;
  • უჩვეულო და ერთი შეხედვით უმიზეზო სისუსტე.

ეს სიმპტომები სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული. გულის შეტევათა უმრავლესობა არც ისეთი დრამატულია, როგორც კინოფილმებში აჩვენებენ. ზოგიერთს სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ულის შეტევა შეიძლება აღმოცენდეს მუშაობისას თუ გართობისას, მოსვენებისას თუ ფიზიკური აქტივობისას. ზოგჯერ მოულოდნელდ იწყება, მაგრამ უმეტესად წინ უძღვის სიმპტომები, რომლებიც მას საათობით, დღეობით, კვირაობითაც კი უსწრებს. შეტევის ყველაზე ადრეული წინამორბედი სიმპტომი შეიძლება იყოს განმეორებითი ტკივილი გულმკერდში, რომელიც ფიზიკური დაძაბვისას აღმოცენდება, ხოლო მოსვენებისას მცირდება.

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას

გულის შეტევის დროს ბევრი კარგავს ძვირფას დროს, რადგან ვერ აცნობიერებს სიმპტომების მნიშვნელობას ან არ მიმართავს ექიმს, რათა თავიდან აიცილოს "ფუჭი" ვიზიტი. სინამდვილეში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ზრდის გადარჩენის შანსს, არის სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მისვლა. დადგენილია, რომ გულის შეტევის დროს გარდაცვლილთა დაახლოებით ნახევარი შეტევის დაწყებიდან პირველ საათში კვდება. ნუ დატოვებთ გულის შეტევის სიმპტომებს უყურადღებოდ, მით უფრო, თუ მათი ხანგრძლივობა 5 წუთს აღემატება. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ უახლოეს კარდიოლოგიურ კლინიკას.

მკითხველის კომენტარები
(1)

ნანა
09 ნოემბერი , 2019 05:11

ზურგის არეში მაქვს ტკივილები გულის უკან ამოსუნთქვაზე დამოძრაობაზე რისი ბრალი იქნება

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები | Allnews.Ge