
Msn.com-მა 2016 წლის ყველაზე პოპულარული ავტომობილების რეიტინგი გამოაქვეყნა. გთავაზობთ 10 მანქანას, რომელიც საავტომობილო ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
1. TOYOTA COROLLA - ტოიოტა კოროლა 1966 წელს გახდა ცნობილი. 1974 წელს ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა და დღეცაც ინარჩუნებს პოპულარობას. თქვენ წინაშეა კოროლას მე-11 თაობა.
2. VOLKSWAGEN GOLF - გასულ წელს, გოლფის ირგვლივ შექმნილი სკანდალის მიუხედავად, ლეგენდარული მანქანა ამ დრომდე კარგად იყიდება. კლასიკური, კომფორტული, ეკონომიური, პრაქტიკული და სასიამოვნოდ სამართავი ავტომობილი პოპულარობას არ თმობს.
3. WULING HONG GUANG - ეს პოპულარული მინივენი გაყიდვაში 2010 წელს ჩაეშვა და 2016 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების ტოპ ათეულში მე-3 ადგილი დაიკავა.
4. FORD F-150 - ამერიკელებს უყვართ დიდი პიკ-აპები. ფორდის F სერია, 1981 წელს, აშშ-ში გახდა ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა.
5. FORD FOCUS - ფორდი ტოპ სიების განუყრელი მოდელია. არ შედგება არც ერთი ჩამონათვალი, რომ ამ მარკის, სულ მცირე ერთი, ავტომობილი არ მოხვდეს. ჩვენი სიის მე-5 ადგილი ფორდ ფოკუსმა დაიმსახურა. საოჯახო ტიპის ავტომობილი დიდი პოპულარობით სარგებლობს
6. NISSAN X-TRAIL - ეს არის ავტომობილი, რომელიც გამოიყურება კარგად, აწყობილია შესანიშნავად და მარტივია სამართავად. გასული წლის რეიტინგში მას მე-13 ადგილი ეკავა თუმცა, წელს მე-6 ადგილზე გადმოინაცვლა.
7. HONDA HR-V – 2015 წელს ჩაშვებულ პრაქტიკულ, მოდურ და კომპაქტურ ჰონდას 2016 წელს ძალიან კარგი გაყიდვები ჰქონდა და ტოპ ათეულშიც დაიმკვიდრა ადგილი.
8. TOYOTA RAV4 - შეიძლება RAV4 ყველაზე ლამაზი მანქანაა ჩვენს სიაში. ის სოლიდური, საიმედო და პრაქტიკული არჩევანია.
9. HONDA CR-V - კიდევ ერთი ჰონდა. ეს ალბათ, ყველაზე მიმზიდველი ჯიპია, რომელსაც ამ ჩამონათვალში ხედავთ. ის ტევადი, საიმედო და სოლიდურია.
10. TOYOTA CAMRY - ტოპ ათეულს ტოიოტა ქემრით ვასრულებთ. ტოიოტას ინფორმაციით, 14 წლის განმავლობაში. ეს ავტომობილი ყველაზე პოპულარული მანქანაა ამერიკაში.