
მასმედიისა და გაზეთებისადმი ნდობა დროთა განმავლობაში სულ უფრო მცირდება. ზოგჯერ, ამას სოციალურ ქსელებში მცდარი ახალი ამბების გავრცელებას მიაწერენ, ხშირ შემთხვევაში, კი დაბალ ჟურნალისტურ სტანდარტებს, რასაც რეკლამის შემცირებასა და, შსაბამისად, ფინანსური სახსრების ნაკლებობას აბრალებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ დღეს ადამიანები, ონლაინ მედიებიდან დაწყებული წამყვანი ტელეარხებით დასრულებული, მედიას, ზოგადად, ნაკლებად ენდობიან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
Digital News Report 2016-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ადამიანები მედიაორგანიზაციებს ენდობიან, მაგრამ არა ისე, როგორც წინა წლებში.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტები დაბალი რეპუტაციით სარგებლობენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისეთშიც, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, რომელიც, ძირითადად, ძლიერი და ენერგიული ტაბლოიდებითაა ცნობილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მკითხველები სათაურებს ნაკლებად ენდობიან, ძირითადად, შეიძლება ითქვას, რომ მათ მხოლოდ იმ გამოცემების სჯერათ, რომელსაც ხშიად იყენებენ, როგორც ინფორმაციის წყაროს.
ქვემოთ მოცემული გრაფიკაზე ნაჩვენებია ქვეყნები მედიისადმი ნდობის ინდექსის მიხედვით:
შემაშფოთებელია YouGov-ის მიერ 1578 ბრიტანელის გამოკითხვის შედეგები, სადაც რესპოდენტებს ნდობით აღჭურვილი პროფესიები უნდა დაესახელებინათ.
Edelman UK & Ireland-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ უილიამსმა ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა,- "მარტივად რომ ვთქვათ, დიდი ბოროტებაა ჩვენთვის, თუ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც კითხულობენ, უყურებენ ან უსმენენ. პოლიტიკური რიტორიკის ნებისმიერი განხილვა გვაჩვენებს, რომ ფაქტები მოსაზრების ხარისხთან არის გაიგივებული. არგუმენტებში ბალანსის მიღწევა სულ უფრო მეტად რთულდება, ამ კონტექსტში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ცინიკური დამოკიდებულება აქვს წაკითხულის მიმართ და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა საკითხი გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის შემადგენლობის დატოვების შესახებ რეფერენდუმს ეხება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კითხვისნიშნის ქვეშ მედია კომპანიების კომერციული მდგრადობაც დგება.
ნდობის ინდექსი ყოველწლიურად ნათლად აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები კომპანიებს ენდობიან, შესაბამისად, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, მოთხოვნის მატება კი ფასის მატების პირდაპირპროპორციულია, მომხმარებელი მზად არის მაღალი ფასი გადაიხადოს კარგ პროდუქციაში და მას რეკომენდაცია მეგობრებშიც გაუწიოს.
უილიამსი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ადამიანები აღარ სტუმრობენ მედია გამოშვევებს სანდო ინფორმაციის მისაღებად, ხშირ შემთხვევაში, ისინი სხვადასხა მედიაპორტალს გასართობად იყენებენ.
"მოკლედ რომ ვთქვათ, მკითხველს ნაკლებად აწუხებს, რამდენად ინფორმაციულები ვართ და რამდენად ზუსტად გადავცემთ ამბავს, მკითხველისთვის მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად შეუძლია გამოცემას მათი ყურადღების მიპყრობა" - მიიჩნევს უილიამსი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მასმედიისა და გაზეთებისადმი ნდობა დროთა განმავლობაში სულ უფრო მცირდება. ზოგჯერ, ამას სოციალურ ქსელებში მცდარი ახალი ამბების გავრცელებას მიაწერენ, ხშირ შემთხვევაში, კი დაბალ ჟურნალისტურ სტანდარტებს, რასაც რეკლამის შემცირებასა და, შსაბამისად, ფინანსური სახსრების ნაკლებობას აბრალებენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ დღეს ადამიანები, ონლაინ მედიებიდან დაწყებული წამყვანი ტელეარხებით დასრულებული, მედიას, ზოგადად, ნაკლებად ენდობიან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
Digital News Report 2016-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ადამიანები მედიაორგანიზაციებს ენდობიან, მაგრამ არა ისე, როგორც წინა წლებში.
ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტები დაბალი რეპუტაციით სარგებლობენ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ისეთშიც, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, რომელიც, ძირითადად, ძლიერი და ენერგიული ტაბლოიდებითაა ცნობილი.
გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მკითხველები სათაურებს ნაკლებად ენდობიან, ძირითადად, შეიძლება ითქვას, რომ მათ მხოლოდ იმ გამოცემების სჯერათ, რომელსაც ხშიად იყენებენ, როგორც ინფორმაციის წყაროს.
ქვემოთ მოცემული გრაფიკაზე ნაჩვენებია ქვეყნები მედიისადმი ნდობის ინდექსის მიხედვით:
შემაშფოთებელია YouGov-ის მიერ 1578 ბრიტანელის გამოკითხვის შედეგები, სადაც რესპოდენტებს ნდობით აღჭურვილი პროფესიები უნდა დაესახელებინათ.
Edelman UK & Ireland-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ უილიამსმა ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა,- "მარტივად რომ ვთქვათ, დიდი ბოროტებაა ჩვენთვის, თუ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც კითხულობენ, უყურებენ ან უსმენენ. პოლიტიკური რიტორიკის ნებისმიერი განხილვა გვაჩვენებს, რომ ფაქტები მოსაზრების ხარისხთან არის გაიგივებული. არგუმენტებში ბალანსის მიღწევა სულ უფრო მეტად რთულდება, ამ კონტექსტში ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ცინიკური დამოკიდებულება აქვს წაკითხულის მიმართ და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როცა საკითხი გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის შემადგენლობის დატოვების შესახებ რეფერენდუმს ეხება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კითხვისნიშნის ქვეშ მედია კომპანიების კომერციული მდგრადობაც დგება.
ნდობის ინდექსი ყოველწლიურად ნათლად აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები კომპანიებს ენდობიან, შესაბამისად, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, მოთხოვნის მატება კი ფასის მატების პირდაპირპროპორციულია, მომხმარებელი მზად არის მაღალი ფასი გადაიხადოს კარგ პროდუქციაში და მას რეკომენდაცია მეგობრებშიც გაუწიოს.
უილიამსი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ადამიანები აღარ სტუმრობენ მედია გამოშვევებს სანდო ინფორმაციის მისაღებად, ხშირ შემთხვევაში, ისინი სხვადასხა მედიაპორტალს გასართობად იყენებენ.
"მოკლედ რომ ვთქვათ, მკითხველს ნაკლებად აწუხებს, რამდენად ინფორმაციულები ვართ და რამდენად ზუსტად გადავცემთ ამბავს, მკითხველისთვის მეტად მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად შეუძლია გამოცემას მათი ყურადღების მიპყრობა" - მიიჩნევს უილიამსი.
მკითხველის კომენტარები
(0)