31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
20.12.2016 / 08:12
შრიფტის ზომა:

9 ნიშანი იმისა, რომ წარმატებული იქნებით

9 ნიშანი იმისა, რომ წარმატებული იქნებით

ყველას უნდა, რომ წარმატებული იყოს, მისი მიღწევის ჯადოსნური საშუალება კი, სამწუხაროდ, არ არსებობს. გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს იმისა, რომ წარმატებული იქნებით:

1. სხვისი წარმატება გახარებთ

დიდი ბიზნეს-ჯგუფები წარმატებას იმიტომ აღწევენ, რომ მის წევრებს ერთმანეთის წინსვა ახარებთ, ერთმანეთს ეხმარებიან, თავიანთ როლებს აცნობიერებენ და მიზნისკენ ასე მიიწევენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

2. ყოველთვის ახალ გამოცდილებას ეძებთ

მოსაბეზრებელი ცხოვრება ადამიანებს ხანდახან ალკოჰოლის, კაზინოში სიარულისა და ნარკოტიკებისგენ უბიძგებს.

ადამიანები კი რომლებიც მუდამ სიახლეს ეძებენ, არ ნებდებიან, ნაკლებად დეპრესიულები და უფრო წარმატებულები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ერთფეროვნებას ეჩვევიან.

სიახლის ძებნაში თავს უფრო მხიარულად და ჯანმრთელად იგრძნობთ, შეიძენთ მეგობრებს და ცხოვრებაც გაგიხალისდებათ.

3. ცხოვრების დაბალანსებაზე კი არა, უბრალოდ ცხოვრებაზე ფიქრობთ

სამსახურსა და ცხოვრებას შორის ზღვარის გავლება, თითქმის შეუძლებელია, რადგან თქვენს პირად ცხოვრებასთან, მეგობრებთან, ოჯახთან და ინტერესებთან ერთად სამსახურიც თქვენი ცხოვრებაა.

წარმატებული ადამიანები სამსახურისა და ოჯახის გამიჯვნას კი არ ცდილობენ, არამედ საოჯახო აქტივობებში უფრო აქტიურად ერთვებიან, ცდილობენ, უფრო კომუნიკაბეულრები იყვნენ, დასვენების დღეები შვილებთან ერთად გაატარონ.

4. უსაზღვროდ ემპათიური ხართ

როდესაც რაიმე ახალს ქმნით, რომელიც, რეალურად, სირთულეებს უკავშირდება, მას საკუთარ თავზე იღებთ და სხვისთვის გადაბარებას არ ცდილობთ. წარმატებულ ბიზნეს პერსონებს სწორედ ეს ახასიათებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად წარმატებულია თქვენი ბიზნესი და რამდენად დიდია თქვენი ეგო, თუ თანამშრომლებს შრომისა და ენთუზიაზმის მაგალითს არ მისცემთ, ეს წარმატება დიდხანს ვერ გასტანს.

5. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს უმტკიცებთ

ხშირად გვიჩნდება სურვილი, სხვებს დავანახოთ, რომ ცდებიან, ეს კარგი მოტივატორია, თუმცა წარმატებული ადამიანები სიტუაციას უფრო ღრმად აღიქვამენ. ისინი, თავდაპირველად სიმართლის საკუთარი თავისთვის დამტკიცებას ცდილობენ, შემდეგ კი სხვისთვის.

6. 40 საათიანი სამუშაო კვირა არ გაშინებთ

კვლევების თანახმად, 40 საათზე მეტ ხანს მუშაობა, პროდუქტიულობას აქვეითებს, თუმცა, წარმატებული ადამიანები დროს ჭკვიანურად ანაწილებენ.

მაგალითად, რობერტ კენედი, ხანდახან ღამის ორ საათამდეც მუშაობდა, შემდეგ ცოტა ხანს დაიძინებდა და ისევ საქმეს უბრუნდებოდა.

უძილობა, წარმატებულ ადამიანებს არ აშინებთ.

7. ფულს პასუხისმგებლობად აღიქვამენ და არა ჯილდოდ

ბევრი მდიდარი ადამიანი ანაზღაურებას ძვირფას ავტომობილებში, ანტიკურ ნივთებში, განსაკუთრებულ ნაძვის ხეებსა და მსგავს რაღაცებში ხარჯავენ, წარმატებული ადამიანები კი ასე არ იქცევიან. ისინი ფულს ბიზნესის გასაფართოებლად იყენებენ, უფრო მეტ ანაზღაურებასაც იღებენ და შესაბამისად, როგორც მისი, ასევე მისი თანამშრომლების ცხოვრებაც უმჯობესდება.

8. არ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ხართ

სოციალური მედიის პირობებში, ყველას შეუძლია, საკუთარ თავის პიარაგენტი იყოს, წარმოაჩინოს თავისი დადებითი მხარეები, სხვებს გაუზიაროს საკუთარი ემოციები. წარმატებული ადამიანები კი ასე არ იქცევიან. წარმატება მათ ამბიციებს აძლიერებს და მიღებულით არ კმაყოფილდებიან, ამიტომ ყველაზე ძლიერებად და წარმატებულებად თავის წარმოჩენას არ ცდილობენ.

9. აცნობიერებთ, რომ წარმატებას სწრაფად აღწევთ, თუმცა კეთილშობილება და პატივისცემა სამუდამოდ ქრება

დასაქმებულთათვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემა და დიდი შესაძლებლობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ თანამშრომლებს ასე არ ექცევით, მათ თქვენ მიმართ პატიცისცემა უქრებათ.

ყველა წარმატებული ბიზნესმენი საკუთარ თანამშრომლებთან კომუნიკაციას მუდმივად ახდენს და მათ პატივისცემასაც იმსახურებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

9 ნიშანი იმისა, რომ წარმატებული იქნებით | Allnews.Ge