საზოგადოება
07.12.2017 / 12:12
შრიფტის ზომა:

სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია

სათამაშო გუნდა - ის, რაზეც წლები ოცნებობდით, უკვე ხელმისაწვდომია

"გუნდა, გუნდა, თოვლის გუნდა, მეთამაშოს, ვისაც უნდა..." - ქართული მულტფილმის უკვდავი გმირი გუნდა გამომცემლობა "პალიტა L-მა" გააცოცხლა. ალბათ, არ არსებობს ბავშვი, რომელსაც მულტფილმი "თოვლის გუნდა" უნახავს და ასეთი ქუნქულა გუნდის ქონაზე არ უოცნებია. წლების წინ ეს აუხდენელი ოცნება იყო უამრავი პატარასთვის, ახლა კი ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მაღაზიის დახლებზე მალე გამოჩნდება ფუმფულა სათამაშო გუნდა. "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა მისი 2 სხვადასხვა ზომა შექმნა და მათი ფასი დაახლოებით 15-დან 30 ლარამდე იქნება.

"ჩვენ პატარა მკითხველებს ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით ვანებივრებთ. ბევრ ახალს ვქმნით, ბევრს უცხოურს ვიღებთ და ვთარგმნით. პარალელურად, ქართველი პერსონაჟების პოპულარიზაციაც გადავწყვიტეთ. გუნდას პროექტის ფარგლებში უკვე გვაქვს გამოცემული არაერთი წიგნი, სასკოლო ნაკრები და თემატური ყუთი. მათ შორის 10 წიგნი გუნდაზე, რომლებშიც გმირის ისტორიებია მოთხრობილი, ფაზლიანი წიგნი - "გუნდა ცირკში", რბილ ყდაში ჩასმული წიგნი, სახელად "თოვლის გუნდა მეგობარს დაეძებს", ასევე, გუნდას ფორმის წიგნი "თოვლის შვილიშვილი"," - განმარტავს "პალიტრა L-ის" პროექტის მენეჯერი ელისო რეხვიაშვილი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

გამომცემლობა გუნდას პერსონაჟთან დაკავშირებული პროდუქტების გამოცემას სამომავლოდაც აპირებს. 15 ნოემბრიდან გავა ქსელში ახალი ნაკრები "დაბადების დღე თოვლის გუნდასთან ერთად". ეს იქნება ყუთი, რომელშიც მოთავსდება წიგნი ისტორიით, თუ როგორ გადაიხადა გუნდამ დაბადების დღე და დაბადების დღის უამრავი აქსესუარი, მათ შორის, კედლისა და მაგიდის გასაფორმებლები. მუშაობა მიდის გუნდას დიზაინის ჭიქაზეც. მომავალი წლიდან გამოვა გუნდას მემო თამაშიც.

"გუნდას პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეული დეტალი ქართველების მიერ იქმნება. თუ საბავშვო წიგნების უმეტესობის შემთხვევაში, ჩვენ გამოცემის უფლებას ვიღებთ და არსებულ პროდუქციას ქართულად ვთარგმნით, ამ შემთხვევაში ყველაფერს ჩვენ ვქმნით. ისტორიებზე მუშაობენ ქართველი საბავშვო ავტორები, წიგნის ან პროდუქტის სპეციფიკას, სტილს, დიზაინსა დაყველა სხვა დეტალს თავად ვამუშავებთ და გამოვცემთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტია. უამრავ საერთაშორისო გმირთან ერთად, ქართველებს საყვარელი ქართველი პერსონაჟიც ჰყავთ," - განმარტავს ელისო რეხვიაშვილი.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რაში ხარჯავენ ფულს მდიდარი ადამიანები | Allnews.Ge

რაში ხარჯავენ ფულს მდიდარი ადამიანები

რიგითი ადამიანისთვის მილიონერები და ზოგადად ძალიან მდიდარი ადამიანები პირად თვითმფრინავებთან, ძვირადღირებულ სახლებთან და ავტომობილებთან ასოცირდებიან. ხშირ შემთხვევაში მართლაც ასეა. ფული ადამიანის მოთხოვნათა არეალს საგრძნობლად აფართოვებს, განსაუთრებით მაშინ, როდესაც ათეულობით მილიონზეა საუბარი. მილიონერების მთავარი ინტერესი სწორედ ძვირადღირებული სათამაშოებია - იახტები, სუპერ-ქარები, ძვირადირებული საათები. თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც.

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი, რომელსაც მსოფლიო სოციალური ქსელის Facebook-ის ავტორის სახით იცნობს, ქველმოქმედებასა და მედიცინის განვითარებაზე აუარებელ თანხებს ხარჯავს. 75 მლნ მან სან-ფრანცისკოს სავაადმყოფოს გადასცა, 25 მლნ კი - ვირუს ებოლასთან ბრძოლისთვის შესაბამის სამედიცინო ორგანიზციებს მისცა.

ცუკერბერგმა, რომლის აზრითაც, აშშ-ის მომავალი სწორედ ახალ თაობაზეა დამოკიდებული, 2014 წელს კალიფორნიაში განათლების გაუმჯობესებისთვის ქველმოქმედებაში 120 მლნ დოლარი ჩადო. თუმცა ყველაზე რადიკალური და მოულოდნელი ნაბიჯი მან შარშან გადადგა - ცუკერბერგის გადაწყვეტილებით Facebook-ის აქციების 99% - ეს კი დაახლოებით 45 მლრდ დოლარია, შემდგომი თაობებისთვის სამყაროს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

ცუკერბერგამდე IT ტექნოლოგიების სფეროს ყველაზე დიდი ქველმოქმედი ბილ გეიტსი გახლდათ. 1994 წელს დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს, რომელიც მედიცინის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული, გეიტსმა 36 მლრდ დოლარი გადაურიცხა. მან ასევე 1,5 მლრდ დოლარი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ნიჭიერი სტუდენტების სტიპენდიებზე დახარჯა. საქველმოქმედო საქმიანობისთვის 2005 წელს ჟურნალმა TIME ბილ გეიტსი და ჯგუფ U2-ს სოლისტი ბონო წლის ადამიანებად დაასახელა.

Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინიც აქტიურად აფინანსებს მედიცინას. 10 წლის განმავლობაში მან 100 მლნ დოლარზე მეტი პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლისკენ მიმართულ სამედიცინო კვლევებზე დახარჯა.

ტრადიციულად, ამერიკელი ბიზნესმენები და მილიონრები ქვეყანაში უნივერსიტეტების, სკოლების, მედიცინის, კულტურის და განათლების განვითარებაზე ყოველთვის დიდ თანხებს ხარჯავდნენ.

XIX-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა ჯონ ჰოპკინსმა John Hopkins University-ი (16-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში) და John Hopkins University დააარსა. სხვათა შორის, ამავე უნივერსიტეტს, მისმა კურსდამთავრებულმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა 300 მლნ დოლარი გადაურიცხა.

ცნობილმა ჯონ როკფელერმა საკუთარი ფულით Unibversity of Chicago დააარსა (10-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში).

როკფეილერის შემდეგ ყველაზე მდიდარმა ამერიკელმა, ენდრიუ კარნეგიმ თავისი ქონების ლომის წილი მსოფლიოში 2 500-ზე მეტი ბიბლიოთეკის გახსნას მოახმარა.

აშშ-სგან განსხვავებით, რუსეთში სრულიად საპირისპირო სურათია. რუსი მილიონრების და მილიარდერების ხედვის არეალი მდიდრულ ვილებს, კურორტებს, იახტებს, ავტომობილებს და საფეხბურთო კლუბებს ვერ გასცდა. თუმცა რამდენიმე გამონაკლისი აქაც არის.

მიხეილ პროხოროვმა ისრაელში ერთ-ერთი მოწინავე სამედიცინო ცენტრი შექნა. კლინიკასთან ერთად აქ რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულება, ბირთვული მედიცინისა და იზოტოპების კვლევითი ინსტიტუტი, სხივური თერაპიისა და სხივური დიაგნოსტიკის შემსწავლელი ცენტრები ფუნქციონირებს.

Mail.ru Group-ის თანამფლობელმა იური მილერმა ყოველწლიური სამეცნიერო პრემია Fundamental Physics Prize დააფუძნა. ყოველი ლაურეატი 3 მლნ დოლარს ღებულობს - ნობელის პრემიაზე ეს თითქმის სამჯერ მეტია.

ამერიკელი დევიდ მერდოკის ქონება 2,5 მლრდ დოლარად არის შეფასებული. 89 წლის ბიზნესმენი 125 წლის ასაკამდე აპირებს ცხოვრებას. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის მიზნით ბიზნესმენი მეცნიერების შესაბამის დარგებში დიდ ფულს აბანდებს. მან უკვე შექმნა ორი კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც ჯანსაღი კვების, ცხოვრების სწორი რეჟიმისა და გენეტიკური დაავადებების განკურნების გზებზე მუშაობას.

სიცოცხლის გახანგრძლივების და სიბერის შეჩერების საკითხი 39,5 მლრდ-ს მფლობელ ლარი ელისონსაც აწუხებს. ბიზნესმენმა 1 მლრდ დოლარი სიბერის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელ სამეცნიერო ფონდს გადაურიცხა.

"მაიკროსოფტის" თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა 1,5 მლრდ დოლარი თავის ტვინის შემსწავლელ ინსტიტუტს გადაურიცხა. ინსტიტუტის ამოცანა თაის ტვინის მუშაობის პრინციპების შესწავლაში და სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის ალცჰემერის სინდრომის განკურნვის გზების მოძიებაში მდგომარეობს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE