
ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 2 - "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთის მდგომარეობა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მეორე მამაკაცს, კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოში ყველაზე გრძელი ქუჩა ქობულეთშია აღმაშენებლის ქუჩაა, რომლის სიგრძე 15 კმ-ია. ყველაზე გრძელი გვირაბი კი რიკოთის გვირაბია, რომლის სიგრძე 1750 მეტრია.
რაც შეეხება მსოფლიოს, ყველაზე გრძელი ქუჩა ტორონტოში (კანადა) იონგოს ქუჩაა, მისი სიგრძე 86 კმ-ია. მსოფლიოს ყველაზე გრძელი გვირაბი შვეიცარიაში გოტარდის სარკინიგზოგვირაბია. ის 57.1 კილომეტრიანია.
მკითხველის კომენტარები
(0)