
ამერიკულმა პრესამ გაარკვია, როგორ ატარებენ არდადეგებს აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ქალიშვილები. სანამ უფროსი, 18 წლის მალია მუსიკალურ ფესტივალებზე ერთობა, უმცროსი, 15 წლის საშა უფრო მეტ ინტერესს შრომის მიმართ ავლენს. იგი კუნძულ მარტას-ვინიარდზე მდებარე თევზის რესტორან "ნენსიში" მუშაობს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Boston Herald იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, საშას სამუშაო დღე 7:30-ზე იწყება და 11:30-ზე მთავრდება.
ობამას უმცროსი ქალიშვილი საკასო აპარატთან მუშაობს და ექსპრეს-ფანჯარაში საკვებს გასცემს. გარდა ამისა, მის მოვალეობაში დარბაზის მოწესრიგება და მაგიდების დასუფთავებაც შედის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცის ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს
გოგონას უსაფრთხოებას საიდუმლო სამსახურის 6 აგენტი იცავს. Boston Herald-ის მონაცემებით, ისინი მანქანაში და რესტორანის მახლობლად მორიგეობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ რესტორანი "ნენსი" მარტას-ვინიარდზე ობამების ოჯახის საყვარელ დაწესებულებად ითვლება, ისინი "ნენსის" შვებულების დროს რეგულარულად სტუმრობენ.
ჭორების მიხედვით, ბარაკ ობამა დაწესებულების მფლობელთან მეგობრობს.
ჟურნალისტების აზრით, გოგონას რესტორანში 6 აგვისტოს ჩათვლით უნდა ემუშავა. სავარაუდოდ, ამ დღეს მარტას-ვინიარდზე მისი მშობლები ჩამოვლენ და კუნძულზე ორკვირიან შვებულებას გაატარებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჩინურმა საფეხბურთო კლუბმა "შანხაი შენჰუამ", არგენტინული "ბოკა ხუნიორსის" ფორვარდი კარლოს ტევესი შეიძინა.
რეკორდული შეთანხმების პირობები არ სახელდება, თუმცა, როგორც ადრე გახდა ცნობილი, "შანხაი" 32 წლის არგენტინელს, წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობდა.
ამგვარად, კარლოს ტევესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.
ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში "შანხაი შენჰუამ" მეოთხე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები
(0)