26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
02.01.2017 / 10:01
შრიფტის ზომა:

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია შამპანურის, წითელი ღვინის, კონიაკისა და სხვა სასმელების გარეშე, რაც, რასაკვირველია, დადებით ემოციებსა და საზეიმო განწყობას მატებს ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ... მედალს, როგორც ყოველთვის, მეორე მხარეც აქვს.

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს?

- ნუ დალევთ მშიერ კუჭზე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

- ნუ დალევთ, თუ მეტისმეტად ხართ დაღლილი, რადგან მაშინვე დათვრებით და სპირტიანი სასმლის პირველივე ყლუპი შესაძლოა იმ დღეს უკანასკნელი აღმოჩნდეს.

- დალევამდე მიირთვით რაიმე ცხიმიანი, მაგალითად, კარაქიანი პური და ხიზილალა, ან გადაყლაპეთ უმი კვერცხი. კუჭი ცხიმის აპკით დაიფარება და გარკვეული - ხნით დაგიცავთ ალკოჰოლის აგრესიისგან.

- ეცადეთ, ოთახი კარგად იყოს განიავებული, რადგან ჩახუთული ჰაერი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს და სწრაფ თრობას.

- სვით მხოლოდ ერთი სახის ალკოჰოლური სასმელი. არ შეიძლება სხვადასხვა სიმაგრის ალკოჰოლური სასმელების ერთმანეთში არევა. მაგალითად, ღვინო,შამპანური, მარტინი, ლიქიორი, ლუდი სუსტ ალკოჰოლურ სასმელებად მიიჩნევა, არაყი, კონიაკი, ვისკი, რომი კი მაგარ სასმელებად. თუ მათ ერთმანეთში აურევთ, უფრო მალე დათვრებით და ნაბახუსევიც მძიმედ ჩაივლის. თუ მაინც მოგიხდათ, სვით გრადუსის მატების მიხედვით.

- ყოველი ჭიქის შემდეგ წაიხემსეთ. რეკომენდებულია მიირთვათ კარტოფილი, პური, მჟავე კომბოსტო. ეს პროდუქტები ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. ნუ დააყოლებთ და ნურც გააზავებთ ალკოჰოლს გაზიანი სასმლით - ლიმონათით ან მინერალური წყლით, რადგან გაზის ბუშტუკები აჩქარებს ალკოჰოლის შეწოვას.

- ნუ დათვრებით უგონოდ.

- სმის პარალელურად იმოძრავეთ, მაგალითად, იცეკვეთ.

- მოწიეთ იშვიათად. უმჯობესია, თუ საერთოდ არ მოსწევთ. თამბაქო 1,5-2-ჯერ აძლიერებს სპირტიანი სასმლის მოქმედებას.

თუ გრძნობთ, რომ ზედმეტი მოგივიდათ, დალიეთ ერთი ჭიქა კონიაკი და ამის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში არაფერი მიიღოთ. არავითარ შემთხვევაში არ გახვიდეთ სუფთა ჰაერზე წელიწადის ცივ დროს - არსებობს რისკი, სასმელი მოგეკიდოთ და გონების დაკარგვამდე დათვრეთ. თუ ატყობთ, რომ სასმელი მეტისმეტად მოგეკიდათ:

პირველი დახმარება

- 1 ჭიქა

- ცივ წყალში გააზავეთ 12 წვეთი პიტნის ნაყენი და სწრაფად დალიეთ.

- 1 ჭიქა ცივ წყალში გააზავეთ 2 წვეთი ნიშადურის სპირტი. ძლიერი თრობის დროს 6 წვეთი სპირტი გახსენით და მაშინვე დალიეთ.

- ფართოპირიან არყის ჭიქას გამოავლეთ ზეთი ისე, რომ კედლებზე დარჩეს, ჩააგდეთ შიგ 1 კვერცხის გული, მწიკვი წითელი და შავი წიწაკა, ჩაასხით 2 ჩაის კოვზი პომიდვრის ტომატი, რამდენიმე წვეთი არაყი და ცოტაოდენი ლიმონის წვენი. დალიეთ სულმოუთქმელად, ერთბაშად.

- 1 ჩაის კოვზი კონიაკი, ერთი კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ტომატი, 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი, წითელი და შავი წიწაკა ერთმანეთში აურიეთ. ნარევს დაამატეთ ნაკლული ჩაის კოვზი ცხარე პირშუშხა და მიიღეთ - მყისვე გამოფხიზლდებით.

სუფრიდან ამდგარი ვიდრე დაიძინებთ, დალიეთ რძე, სასურველია ცხიმიანი, რაც შეიძლება მეტი. დილით თავს მშვენივრად იგრძნობთ.

ნაბახუსევზე

გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ სახისა და კისრის ენერგიული მასაჟი. დალიეთ თაფლიანი წყალი.

იხილეთ სრული ტექსტი

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ გადავურჩეთ ნაბახუსევს | Allnews.Ge