საინტერესო
07.01.2017 / 07:01
შრიფტის ზომა:

რა შემთხვევაში იზრდება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების რისკი

ადამიანები, რომლებიც გადატვირთულ ავტომაგისტრალებთან ახლოს ცხოვრობენ, დემენციის საფრთხის წინაშე უფრო ხშირად დგებიან - ნათქვამია კვლევაში, რომელიც კანადურ ჟურნალ Lancet-შია გამოქვეყნებული.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომელთა საცხოვრებელიც გადატვირთულ გზებთან მხოლოდ 50 მეტრით ან ნაკლებითაა დაშორებული, დაავადების შანსი 7 პროცენტით იზრდება, ამის მიზეზი კი დაბინძურებული ჰაერია.

"მავნე ნივთიერებები ჰაერიდან აირ-წვეთოვანი გზით სისხლში ხვდება და, ხშირ შემთხვევაში, ანთებას იწვევს, რომელიც, თავის მხრივ, გულის დაავადებებს უკავშირდება.

აღნიშნულ კვლევაში ნათქვამია, რომ ეს მავნე ნივთიერებები სისხლძარღვების დახმარებით შესაძლოა, ტვინშიც მოხვდეს და ნევროლოგიური პრობლემები გამოიწვიოს"-განმარტავს კვლევის თანაავტორი რეი კოუპსი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

აღნიშნული დასკვნების გასაკეთებლად მეცნიერთა ჯგუფმა კანადის პროვინცია ონტარიოს 20-დან 85 წლამდე 6,5 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები გაანალიზეს. 2001-2012 წლების პერიოდში ონტარიოს მოსახლეობაში დემენციის 243 ათასი შემთხვევა გამოვლინდა.

დემენცია ანუ გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 604 მილიარდი დოლარი გვიჯდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უკვე 2050 წლისთვის დაავადების შემთხვევა 44 ათასიდან 135 ათასს მიაღწევს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა შემთხვევაში იზრდება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების რისკი | Allnews.Ge