31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა ემართება ორგანიზმს, როდესაც არ ვისვენებთ | Allnews.Ge

რა ემართება ორგანიზმს, როდესაც არ ვისვენებთ

თუ ძალიან მოტივირებული ხართ, გიყვართ შრომა და საკუთარ თავს აიძულებთ, არცერთი წუთი უქმად არ დახარჯოთ და თანაც ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვარჯიშობთ, ეს ინფორმაცია სწორედ თქვენთვისაა.

რა გემართებათ მძიმე გრაფიკთან ერთად ყოველდღიური ვარჯიშის შემთხვევაში:

1. გლიკოგენის დეფიციტი

გლიკოგენი სხეულისთვის ენერგიის რესურსია, შესაბამისად, როდესაც რთულ გრაფიკთან ერთად ყოველდღიურად სავარჯიშო დარბაზში მიდიხართ, ორგანიზმი მის დეფიციტს განიცდის და თქვენც მალე იღლებით.

2. იზრდება ადრენოკორტიკოსტეროიდის რაოდენობა, რომელიც მუცლის არეში კილოგრამების მატებასაც იწვევს.

3. გული ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, შესაბამისად, უნდა "დაასვენოთ", რომ პრობლემები არ შეგექმნათ.

4. ძალას კარგავთ, მუდმივად გადაღლილი ხართ, კუნთები გტკივათ, რადგანაც მათ დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროებათ.

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

5. როდესაც ყოველდღიურად ვარჯიშობთ, კუნთების მასას კარგავთ, რადგან მათზე სრული დატვირთვა მოდის და დასვენებისა და აღდგენის დრო არ რჩებათ.

6. ცუდად გამოიყურებით, მუდმივად მოდუნებული, გადაღლილი ხართ, სულ გეძინებათ და თქვენი პროდუქტიულობაც იკლებს.

7. აზროვნება გიჭირთ. ფიზიკური დაძაბულობა და დაღლილობა გონების ფუნქციონირებას უშლის ხელს.

მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება, თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ.

მომზადებულია Popsugar-ის მიხედვით