საინტერესო
25.01.2017 / 09:01
შრიფტის ზომა:

ბაზალეთში ობსერვატორია აშენდება

ბაზალეთში ობსერვატორია აშენდება

ბაზალეთში სტაციონარული ობსერვატორია აშენდება. იდეის ავტორები პირველი ქართველი ასტროფოტოგრაფები არიან, რომლებიც დაახლოებით, 2 წლის წინ შეიკრიბნენ და ჯგუფი ჯეო-ასტრო შექმნეს.

ბაზალეთის ობსერვატორია ამჟამად პროექტირების ეტაპზეა.

სტაციონარული ობერვატორია, ქართველი ასტროფოტოგრაფების ბაზა იქნება, რომელსაც სამუშაო და საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება.

ასტროფოტოგრაფთა გაერთიანება, დათო დვალის სურვილით შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფის არც ერთი წევრი ასტროფოტოგრაფი ან ასტრონომი არ არის. 2 წლის წინ, ისინი მხოლოდ კოსმოსისა და ასტროფოტოგრაფიის მიმართ ინტერესმა გააერთიანა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ქართველი ახალგაზრდების, რამდენიმე ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა (მაგალითად: AAPOD - Amateur Astronomy Picture of the Day, EAPOD - European Astronomy Picture of the Day, დღის სურათი ასტროფოტოგრაფთა საერთაშორისო საიტზე www.astrobin.com და სხვა).

ასტროფოტოგრაფია ღრმა კოსმოსის ობიექტების: გალაქტიკების, ნისლეულების, ვარსკვლავთგროვების, პლანეტებისა და სხვა ციური ობიექტების ფოტოგრაფირებას გულისხმობს კამერის, სპეციალური სადგარისა და ლინზის/ტელესკოპის საშუალებით. თუმცა, როგორც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლევან ვერძეული ამბობს, ეს ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის, როგორც ჟღერს და რეალურად უამრავ სირთულესთან გვაქვს საქმე. ასტროფოტოგრაფია ფაქტობრივად სხვა არაფერია თუ არა ამ სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრა.

ჯეო-ასტროს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მოწყობილობების მიხედვით იწინასწარმეტყველოს ამინდი, გაზომოს ქარის სიჩქარე, პირდაპირ ეთერში ნახოს ღამის ცის მდგომარეობა.

ლიკა ჭიღლაძე

იხილეთ ინგლისურენოვანი და ვრცელი ვერსია: Georgian astrophotographers to establish new observatory in Bazaleti

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ბაზალეთში ობსერვატორია აშენდება | Allnews.Ge