
საქართველო და ინდოეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობას შეისწავლიან. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს "ერთი მხრივ, ინდოეთის რესპუბლიკასა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის თაობაზე ერთობლივი კვლევის განხორციელების შესახებ" ერთობლივი განცხადების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.
"ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს სამეზობლოსთან, ევროკავშირთან, EFTA-სთან და ცოტა ხანში, სავარაუდოდ, მოვაწერთ ხელშეკრულებას ხელს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან და ჩვენ გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის ნიუ-დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი ბოლომდე არის გამოსაყენებელი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2017 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის 22 ქვეყანაში მინიმალური ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა.
ევროკავშირის ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შესახებ მონაცემები Eurostat-მა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი ლუქსემბურგშია.
Eurostat-ის მონაცემებით, ლუქსემბურგში მინიმალური ხელფასი 1 999 ევროა, რომელსაც მოსდევს ირლანდია - 1 563 ევრო, ნიდერლანდები - 1 552 ევრო, ბელგია - 1 532 ევრო და გერმანია - 1 498 ევრო.
ევროკავშირის 22 ქვეყნიდან ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ჩეხეთშია - თვეში 407 ევრო. შედარებით მაღალია უნგრეთში - 412 ევრო, ხორვატიაში - 433 ევრო, სლოვაკეთში - 435 ევრო, პოლონეთში - 453 ევრო და ესტონეთში - 470 ევრო.
2008 წელთან შედარებით, ყოველთვიური მინიმალური ხელფასი ყველაზე მეტად გაიზარდა ბულგარეთში - 109%-ით. ერთადაერთი ქვეყანა, სადაც მინიმალური ხელფასი შემცირდა 2008 წელის შემდეგ საბერძნეთია -14%.
"ევროსტატის" მონაცემებით, ავსტრიაში, დანიაში, იტალიაში, ფინეთში, შვედეთსა და კვიპროსში მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ არის.
წყარო: BPN.GE
მკითხველის კომენტარები
(0)