24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საუდის არაბეთის მეფემ საქმიანი ვიზიტის დროს 459 ტონა ბარგი წაიღო | Allnews.Ge

საუდის არაბეთის მეფემ საქმიანი ვიზიტის დროს 459 ტონა ბარგი წაიღო

მაშინ როდესაც მგზავრთა უმეტესობა თვითმფრინავში ბარგის დასაშვები რაოდენობის სიმცირეზე წუხს, საუდის არაბეთის მეფე ინდონეზიაში ვიზიტისას აღნიშნულ პრობლემას საერთოდ არ შეუწუხებია. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის მონარქმა ინდონეზიაში არც მეტი არც ნაკლები 459 ტონა ბარგი, მერსედესის მარკის ორი მანქანა, ორი ექსკავატორი და უამრავი სხვა ნივთი ჩაიტანა.

ამ სიკეთეების ჯამური წონა სამი ლურჯი ვეშაპის წონის ეკვივალენტური იყო.

მისი უდიდებულესობის კომფორტზე ინდონეზიაში 620 მომსახურე პერსონალი ზრუნავდა. სამეფო ვიზიტს 800 დელეგატი, მათ შორის 25 პრინცი და 10 მინისტრი შეუერთდნენ.

ჯაკარტამდე დელეგაციისა და მონარქის ბარგის ჩასატანად 27 ფრენის განხრციელება გახდა საჭირო. სალმან იბნ აბდულ-აზიზის მიერ ინდონეზიაში ვიზიტი საუდის არაბეთის მონარქის მიერ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული პირველი საქმიანი ფრენა იყო. ინდონეზიისა და საუდის არაბეთის პირველი პირების განხილვის მთავარი თემა უსაფრთხოება და ტერორიზმთან ბრძოლა იყო.