
იოსებ სტალინი, იგივე - ჯუღაშვილი 1953 წლის 5 მარტს, 21:50 საათზე გარდაიცვალა. საბჭოთა გაზეთებმა მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2 დღის შემდეგ გაავრცელეს. მოულოდნელმა სიკვდილმა უამრავ ლეგენდასა თუ ვარაუდს დაუდო საფუძველი.
მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ იოსებ სტალინს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დამბლა დაეცა და მარჯვენა მხარე მთლიანად წაერთვა. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ სამიოდე დღე იცოცხლა ისე, რომ ლაპარაკს ვერ ახერხებდა და მხოლოდ მარცხენა ხელს ამოძრავებდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1953 წლის 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა და ექიმებმა ამის მიზეზად ტვინში სისხლის ჩაქცევა დაასახელეს.
სტალინი მსოფლიოს უახლესი ისტორიის დიქტატორებს შორის
სტალინის სიკვდილს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: მოქალაქეთა უმრავლესობა, როგორც წესი, ოფიციალურ განცხადებას ბრმად ენდო; პოლიტბიუროს წევრთა ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სტალინი ხრუშჩოვმა და მისმა გარემოცვამ მოწამლა. მოწამვლის ვერსიას იზიარებდა სტალინის ვაჟიშვილიც.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო სტალინის დაკრძალვის აქამდე უცნობ კადრებს ავრცელებს, რომელიც აშშ-ის არმიის მაიორმა მარტინ მანჰოფმა გადაიღო.
მასალა ფერად ფირზეა ჩაწერილი, სადაც ჩანს როგორ მიაცილებენ საბჭოთა კავშირის ბელადს წითელი მოედნისკენ.
რამდენს შეადგენდა სტალინის ხელფასი