31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
13.03.2017 / 09:03
შრიფტის ზომა:

ადამიანი, რომელიც 47-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა

სტატისტიკის თანახმად, მესამე სართულიდან გადმოვარდნის შემდეგ, ადამიანთა მხოლოდ ნახევარი რჩება ცოცხალი, სიცოცხლის შენარჩუნების ფაქტობრივად არანაირი შანსი არ არსებობს მე-10 სართულიდან გადმოვარდნის დროს. ამერიკაში მცხოვრები ფანჯრების მწმენდავი 2007 წელს, ნიუ-იორკში, 47-სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოვარდა.

"ფანჯრების ხარისხიანად წმენდაზე ვგიჟდებოდი" - ამბობს ალსიდეს მორენა. "მომწონდა წყალთან მუშაობა. წმენდას შენობის ზედა სართულებიდან ვიწყებდით და თანდათანობით ქვემოთ ჩამოვდიოდით. ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა"- იხსენებს მორენა.

2007 წლის 7 დეკემბერს, მორენასა და მის ძმას "სოლოუ ტაუერის" 47-სართულიანი ცათამბჯენის ფანჯრები უნდა გაეწმინდათ. სახურავზე ასვლის შემდეგ, ტრაგედია თითქმის მაშინვე დატრიალდა. სამშენებლო ხარაჩოში ჩასხდომისთნავე ტროსები, რომლებიც ამ ხარაჩოს იჭერდა, დამაგრების ადგილიდან დაცურდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"პირველად ტროსი მარცხენა მხრიდან მოწყდა, იქ ჩემი ძმა იდგა, ის ხარაჩოდან მაშინვე გადავარდა"- ამბობს ალსიდეს მორენა.

ედგარმა 144 მეტრი "იფრინა" და ვიწრო ჩიხში დაეცა.

იმ მომენტისთის, როდესაც მან მიწას მიაღწია, ვარდნის სიჩქარე 190 კმ/სთ-ს აღწევდა. ცოტა ხანში, ტროსი ალსიდესის მხარესაც ჩაწყდა და მანაც ძმის ბედი გაიზიარა.

როდესაც შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ, მათ წინ საშინელი სცენა გადაიშალა. თუმცა, ალსიდესი ციცხალი იყო, სუნთქავდა და ფეხზე წამოდგომაც კი სცადა.

საავადმყოფოში გადაყვანისას დადგინდა, რომ ალსიდესს თავის ტვინის, ხერხემლის, გულ-მკერდის არისა და მუცლის ღრუს ტრავმა ჰქონდა, ასევე გატეხილი ჰქონდა ნეკნები,ხელი და ორივე ფეხი. მან მრავლობითი ოპერაცია გადაიტანა, ჯამში კი 12 ლიტრი სისხლი გადაუსხეს.

ექიმებმა ალსიდეს მორენას გადარჩენის ფაქტს სამედიცინო სასწაული უწოდეს.

ალსიდესი ახლა 46 წლისა და მიუხედავად გადატანილი ტრავმისა და მძინე დანაკარგისა ამბობს, რომ ცათამბჯენების ფანჯრების რეცხვას სიამოვნებით გააგრძელებდა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ადამიანი, რომელიც 47-ე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა | Allnews.Ge